-სხეულის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა 1980 წელს უილიამ ჯონს ატლანტიდან.საავადმყოფოში მიყვანისას პაციენტის ტემპერატურა იყო 46, 5 გრადუსი. საავადმყოფოდან მხოლოდ 24
დღის შემდეგ გაწერეს.
-42 წლის ქალბატონს, რომელიც პერიოდულად ყლაპავდა
სხვადასხვა ნივთებს, მუცელში აღმოუჩინეს 2533 უცხო სხეული, მათ შორის 947 ქინძისთავი.ქალს აწუხებდა ყრუ მუცლის ტკივილი.
-უმძიმესი ობიექტი, რომელიც ოდესმე ამოღებულა ადამიანის
კუჭიდან, გახლდათ თმის ბღუჯა მასით 2.35 კგ. არსებობს დაავადება, რომლის დროსაც პაციენტები ჭამენ თმას.
-ყველაზე დიდი რაოდენობით აბები მიიღო ც.კილნერმა
ზიმბაბვედან. 21 წლიანი მკურნალობის განმავლობაში, მან მიიღო 565 939 აბი.
-ყველაზე ბევრი ნემსი გაუკეთეს სამუელ დეივიდსონს დიდი
ბრიტანეთიდან. მთელი ცხოვრების მანძილზე მან მიიღო მინიმუმ 78.900 ინსულინის ინექცია.
-ყველაზე მეტი ოპერაცია გადაიტანა ჩარლზ ჯენსენმა
შეერთებული შტატებიდან. 1954 -1994 პერიოდში გაუკეთეს 970 ოპერაცია სიმსივნეების ამოკვეთაზე.
- ისტორიაში ყველაზე გრძელი ქირურგიული ოპერაცია გახლდათ
საკვერცხიდან კისტის ამოკვეთა, რომელიც გაგრძელდა 96 სთ. ოპერაციის შემდეგ პაციენტის წონა შემცირდა 280 დან 140 კგ–მდე.
-ყველაზე ხანგრძლივი გულის გაჩერება გადაიტანა მეთევზემ იან რევსდალმა ნორვეგიიდან.დეკემბერში წყალში გადავარდნის შედეგად მისი სხეულის ტემპერატურა დაეცა 24 გრადუსამდე, რამაც გამოიწვია გულის გაჩერებამ 4:00სთ–ით.