x
ძალიან უცნაური ამბავი

გასულ თვეს, ჩემ ახლობელს საავადმყოფოში გავყევი, ტომოგრაფიას იღებდა. რიგში დგომისას ერთ ქალი გავიცანი, რომელმაც თავისი შვილის ძალიან უცნაური ისტორია მომიყვა. თურმე მისი ბიჭი ბავშვობიდან მთვარეულია. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ყოველ ღამე უკვე წლებია ერთსა და იმავეს აკეთებს. დგება, ოთახის ცენტრში სკამთნ ჩერდება და ვიღაცას ეხვეწება, თავი დამანებეო. ნანახს იმდენად განიცდის, რომ ტირილს იწებს და ძალიან ნერვიულდება.ერთხელ თურმე მშობლებს თავის ოთახში დაუწვენიათ, ოთახიდან ყველა სკამი გაუტანიათ და კარიც ჩაუკეტავთ, მაგრამ როცა შვილის ხმას ისევ გაუღვიძებიათ, სკამი ოთახში მდგარა, კარი კი არავის ჰქონდა გაღებული.

image

ეს ისტორია წლებია გრძელდება. ამ ბიჭს ხატვის ნიჭი ჰქონია და ერთ დღესაც, დაუხატავს რასაც ხედავდა-მოხუცი კაცი, რომელსაც ყელიდან სისხლი ასხავს და ხელები წინ აქვს გამოშვერილი, თითქოს ვინმეს შველას სთხოვს. ფსიქოანალიტიკოსებს და საკმაოდ ძვირადღირებულ გამოკვლევებს, აღნიშნული ფაქტი ვერ აუხსნიათ. ბიჭის დედა ბორჯომის ხეობიდან ყოფილა. ერთხელაც ბორჯომიდან ნათესავი ჩამოსვლიათ, ნახატი უნახავს და კაცი უცვნია. როგორც გაირკვა, ეს კაცი, ბორჯომში ცხოვრობდა, მაგრამ ამ ბიჭის დიდ ბაბუას ”შემთხვევით” გავარდნილი თოფით ყელში დაუჭრია და სისხლისგან დაცლილა. ეს ამბავი ჯერ კიდევ მაშინ მომხდარა, როცა ბიჭი დაბადებული არ იყო.


1
686
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პუსკაჩა
პუსკაჩა
686
  
2013, 27 ნოემბერი, 13:45
ძალიან საინტერესოა
0 1 1