სალათები ორიგინალური სალათი,,საზამთროს ნაჭერი" 2013, 25 ნოემბერი, 18:58
ინგრედიენტები:
300გრ–ქათმის ფილე 1ქილა–დაკონსერვებული ანანასი 100გრ–მაგარი ყველი 300გრ–დაკონსერვებული შამპინიონი 1თავი(პატარა)–ხახვი 200გრ–მაიონეზი 1–ბროწეული 150გრ–ყურძენი მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: ქათმის ფილე დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და მოვთუშოთ ტაფაზე სრულ მზადყოფნამდე.ანანასი დავჭრათ წვრილად როგორც ფილე.ხახვი და სოკო კი ძალიან წვრილად და ესენიც მოვთუშოთ ტაფაზე ცხიმში.ყველაფერი კარგად აურიოთ მაიონეზში.მივცეთ ლანგარზე საზამთროს ნაჭრის ფორმა და მოვახეხოთ ყველი.გავაწყოთ ბროწეულისა და ყურძნის მარცვლებით. ეს სალათი ძალიან ორიგინალურია და დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო მაგიდას.მალე ახალი წელიც მოდის და თქვენც ახალი პიკანტური სალათით შეხვდით ახალ წელს.მოამზადეთ აღნიშნული რეცეპტით ეს სალათი და ... მიირთვით გემრიელად! 55 6-ს მოსწონს
|