მართლაც რომ საოცრება ყოფილა სიყვარული, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში.
2013, 25 ნოემბერი, 15:29
ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების გმირი მეორე გმირს, ზურიკელას ბებიას ეუბნება: სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღა! ეს სიტყვები შეესაბამება წყვილს, რომელზეც მინდა მოგითხროთ ახლა სტატიის სახით. სპორტული აღნაგობის მქონე, საკმაოდ სიმპატიურ ბიჭს გაგიჟებით უყვარს საოცრად არაპროპორციული ფორმებისა და აღნაგობის მქონე ქალი. ამ ბიჭის შემხედვარე ვფიქრობ, რომ მისი აღნაგობისა და გარეგნობის პატრონს ყურადღება არ მოაკლდებოდა ლამაზი გოგონებისაგან, თუმცა როგორც ადრე ვთქვი–სიყვარულს რას გაუგებ. ამ წყვილის შემხედვარეს მხოლოდ ისღა დამრჩენია ვიფიქრო, რომ ამ წყვილს მართლაც საოცარი გრძნობით უყვარს ერთმანეთი და სულაც არ ანაღვლებს ბიჭს შეყვარებულის გარეგნობა. თავად ამ ბიჭის სიტყვებით–მან იპოვა ის ერთადერთი და განუმეორებელი ქალი, რომელსაც მიუძღვნიდა დიდ და მარადიულ გრძნობას. გთავაზობთ სურათების კრებულს ამ წყვილზე, იმედია ძალიან მკაცრად არ განსჯით ამ წყვილს–სიყვარული ისეთი რამეა, ბევრ რამეზე თვალს დაგახუჭვინებს და ბევრ რამეზე სმენასაც დაგიხშობს.
hamunaptra1990-ის მიერ დაიდო. პ.ს. თქვენი გაღიზიანება ნამდვილად არ მინდოდა, უბრალოდ დღეს წავიკითხე და რადგანაც უკვე დაიდო თქვენამდე-მეც "გავახმონე". კი ბატონო, ამოგდოს სისტემამ.