x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქირურგმა ცოლმა ქსოვილის გადასანერგად მოღალატე ქმარს პენისი მოაჭრა, საჭურისი ქმარი დეპრესიაში ჩავარდა და გარდაიცვალა

image ღალატის გამო ბევრი ცოლი დასჯილა და არანაკლები რაოდენობით ქმარიც, მაგრამ დასჯაცაა და დასჯაც.
2019 წელს მოხდა ინციდენტი, რომელმაც საბოლოო ჯამში სამ ადამიანს გაუნადგურა ცხოვრება, ერთერთს კი სამუდამოდ.
ამერიკელი ჯეფ კელი მანქანით გაემგზავრა მეგობარ ქალთან, რომელსაც 1 წლის მანძილზე ხვდებოდა. წასვლის წინ ჯეფმა მეუღლეს დაუბარა, რომ დიდი ხნის უნახავი ნათესავის მოსანახულებლად მიდიოდა.
ჯეფს ეს ტყუილი ძალიან ძვირი დაუჯდა, მეგობარ ქალთან ერთად ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ჯეფის მანქანა ტრასიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
წყვილი სასწრაფოს იქნა ჰოსპიტალიზირებული იმ კლინიკაში, სადაც ჯეფის მეუღლე ჯინა მუშაობდა ქირურგად. იმ საღამოსაც ჯინა იყო კლინიკაში მორიგე ქირურგი, პირველად მან ინახულა ქმრის მეგობარი ქალი, რომელიც ჯინას არ იცნობდა. აღმოჩნდა, რომ ჯეფის მეგობარს უმნიშვნელო ტრავმები ჰქონდა. მან ჯინას ჰკითხა თუ როგორ იყო მისი მეგობარი მამაკაცი, რომლისგანაც ორსულად იყო.
ჯინამ არაფერი შეიმჩნია და მიულოცა, შემდეგ კი დაამატა, რომ ახლა შედიოდა საოპერაციო ბლოკში ოპერაციის გასაკეთებლად.
ოპერაცისას აღმოჩნდა, რომ ჯეფს ჭირდებოდა ქსოვილის გადანერგვა მარცხენა ყბაზე და მკერდზე. როგორც წესი ასეთ დროს ქსოვილს იღებენ თეძოდან ან დუნდულებიდან, ჯინამ კი საჭირო ქსოვილი აიღო ქმრის სათესლე პარკიდან და პენისიდან ანუ გასაგები ენით, რომ ვთქვათ ქმარი დაასაჭურისა.
კლინიკიდან გამოწერილი ჯეფი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, ჯინამ ის სახლში არ შეუშვა და ნივთებიც გარეთ გამოუყარა, თან დაჩქარებული წესით განქორწინებაც მოითხოვა. ერთი თვის შემდეგ ჯეფი გარდაიცვალა.
სამედიცინო კომისიამ ჯინას ლიცენზია შეუჩერა და საქმე მსვლელობისათვის გადასცა ძალოვნებს.
"მე ვცდილობდი მისი სიცოცხლის გადარჩენას და ვასრულებდი ჩემს სამუშაოს. ესაა ჩემი ზრუნვის საგანი ოპერაციისას, მე არ ვაგებ პასუხს პაციენტებზე კლინიკიდან გაწერის შემდეგ"-აცხადებს ჯინა.



0
453
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
453