x
მეტი
  • 22.07.2024
  • სტატია:136086
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510359
გილოცავთ გიორგობას!

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე imageწამების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის
საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 10 (23) ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს და 23 აპრილს (6 მაისს) – წმიდანის აღსრულების დღეს.
წმიდა მთავარმოწამე გიორგი იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა.
დიდმოწამე გიორგი რომის არმიაში წარჩინებული მხედართმთავარი გახლდათ.
დიოკლიტიანე მას სამეფოს ნახევარს სთავაზობდა, ოღონდ დაეთმო
სარწმუნოება.მაგრამ დიდმოწამე გიორგიმ არაფრის სანაცვლოდ არ დათმო ჭეშმარიტი ღმერთი.
არაერთი წამების მოწმე გახდა წმიდანი, ხან გავარვარებულ კირის ღუმელში მოათავსეს, ხან ურმის თვალზე დააკრეს, ხან რკინის ჩექმები ჩააცვეს, რომელშიც ლურსმნები იყო დამაგრებული, რათა დაჩხვლეტოდა ფეხები და ისე არბენინეს. მაგრამ ყოველი წამების
დროს წმინდანს თავად ქრისტე ეხმარებოდა.









1
61
3-ს მოსწონს
ავტორი:david danelia
david danelia
61
  
0 1 1