x
image
ირე
ეს საინტერესოა!
image

ყველაზე ძვირადღირებული ყავა მსოფლიოში მზადდება ექსკრემენტებისგან.


ყავა „Kopi Luwak“-ყავის მარცვლებს არჩევენ იმის მიხედვით, თუ რომელს მიირთმევს ცხოველი-ვივერა.ის საკმაოდ ჭკვიანია და უყვარს მწიფე
ყავის მარცვლები. ვივერა იკვებება მხოლოდ საუკეთესო მარცვლებით, რომლებიც უკვე ნახევრად გადამუშავებული სახით გამოდის ცხოველის ორგანიზმიდან და მაშინვე ეს საეჭვო პროდუქტი ხდება ყავის კოლექციონერების სამიზნე, რომლებიც ამზადებენ საუკეთესო ყავას და ყველაზე ძვირად ყიდიან.

„KopiLuwak“ -ყველაზე ძვირადღირებული ყავაა მსოფლიოში. ერთი კილოგრამის ღირებულება 1, 200 აშშ დოლარია და ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.


image

შემწვარი აქლემი.

მსოფლიოში ყველაზე დიდი კერძი გახლავთ შემწვარი აქლემი.იგი ფარშირებულია ცხვრის ხორცით, ცხვარი თავის მხრივ ქათმით, ქათამი-თევზით და თევზი-კვერცხით. ასეთი კერძი მზადდება სპეციალურად ბედუინების ქორწილისთვის.

image


პირველი წვნიანი.

უძველესი წვნიანი, რაც დასტურდება არქეოლოგიური კვლევლევით, იყო მომზადებული ბეჰემოტის ხორცისგან დაახლოებით 6000 წლის
წინ.

image


ქოქოსის წყალი.

ითვლება, რომ ქოქოსის წყალი (არა რძე) უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ადამიანის სისხლის პლაზმის შემცვლელი, და ეს მართლაც ასეა. ეს სითხე არის სტერილური
და აქვს pH-ის იდეალური დონე.

image

ცხელი შოკოლადი.

უძველესი მაიას ტომები ამზადებდნენ ყველაზე ცხელ შოკოლადს
- ისინი უმატებდნენ წიწაკას და სიმინდს. არქეოლოგების მიერ ნაპოვნი ჭურჭლები იმაზე მეტყველებენ, რომ ეს იყო მე -5 საუკუნეში.
მომზადების პროცესი იყო შემდეგნაირი: კაკაოს ნაყოფს არბილებდნენ ფაფის მასამდე, ამატებდნენ წყალს, წიწაკას, სიმინდს და სხვა სანელებლებს და მიირთმევდნენ ასეთ შოკოლადს ცივი სახით სასმელი იყო საკმაოდ მწარე. მოგვიანებით ცხელი შოკოლადი გაჩნდა
ევროპაში, და საკმაოდ ძვირი ღირდა.თუ ოდესმე პარიზში მოხვდებით, ეწვიეთ რესტორან „Angelina“-ს, სადაც დააგემოვნებთ უგემრიელეს ცხელ შოკოლადს.

image
ვაშლი, კარტოფილი, ხახვი.

თუ თქვენ მოიჭერთ თითებს ცხვირზე, ერთმანეთისგან ვერ გამოარჩევთ ვაშლს, კარტოფილს ან ხახვს.ეს დაუჯერებელია, მაგრამ გამოცდილება და მეცნიერებიც ადასტურებენ, რომ ყნოსვა დიდ როლს თამაშობს გემოვნების ჩამოყალიბებაში. ვინაიდან ვაშლს, კარტოფილს და ხახვს აქვთ დაახლოებით ერთნაირი კონსისტენცია, ტვინი ვერ ანსხვავებს მათ.

2
171
3-ს მოსწონს
ავტორი:ირე
ირე
171
  
2013, 21 ნოემბერი, 13:59
სიამოვნებით შემწვარ აქლემს დავაგემოვნებდი:))) რაც შეეხება ვაშლს, კარტოფილს და ხახვს-რა ვიცი, მეცნიერები "თავს იგიჟებენ" კიო და..:)))
2013, 21 ნოემბერი, 13:55
მორჩა, უარს ვამბობ ძვირად ღირებულ ყავაზე:))) ამას ისევ მოხალული სოიო მირჩევნია, ყავად რომ ასაღებენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე:)) ბეჰემოთის წვნიანიც ძალიან მომეწონა. აი, ვაშლს, კარტოფილს და ხახვს კი მგონი ძალიან მარტივად გაარჩევს ადამიანი თუნდაც ყნოსვის გარეშე, რა ვიცი... არ მიცდია, მაგრამ ასე მგონია:) ძალიან კარგი სტატია იყო.
0 1 2