x
image
ლილი მიროტაძე
კოსმეტიკური ფირმების ლაბორატორიული ცდები ცხოველებზე
imageყველას ჩაგვსვლია ალბათ თვალში შამპუნი და გვიგვრძვნია ერთი წვეთით გამოწვეული წვა. გვიცდია ამობანვა თბილი წყლით, რათა ტკივილს სწრაფად გაევლო. წარმოიდგინეთ ცხოველების მდგომარეობა, როდესაც მათზე ჩატარებული ცდებისას დიდი რაოდენობის შამპუნი, ან კოსმეტიკური საშუალება ხვდება მათ ორგანიზმში. ცოტა ხნით მაინც წარმოიდგინეთ მდგომარეობა, ვინმემ რომ ერთი კოვზი შამპუნი ჩაგვასხას თვალში და მისი ჩამობანის კი არა, ცრემლით ჩამორეცხვის საშუალებაც კი არ გვქონდეს. ამდაგვარ ცდებს ატარებენ კურდღლებზე, რომლებსაც თავი და ტანი სპეციალური დამჭერებით აქვს დამაგრებული, აწვეთებენ თვალში შამპუნის სხვადასხვა დოზას, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებენ. ასეთ დროს ცხოველს იმის საშუალებაც კი არ აქვს, მტკივნეულ ადგილას თათი მოისვას. ტესტირების შედეგი კი ხშირად თვალი, მგრძნობელობას კარგავს, მუტაციას განიცდის და ლპება.

image

კომპანიების უმეტესობა ტესტირებისათვის იყენებენ კურდღლებს, ზაზუნებს, ზღვის გოჭებს, მაიმუნებს, ძაღლებს, კატებს და ხანდახან თევზებსაც კი. მათზე ატარებენ უამრავ საშინელ ტესტირებას. თვეების მანძილზე აწამებენ მათ. ცხოველები განიცდიან ტკივილს. მათ ორგანიზმში სხვადასხვა პრეპარატი შეჰყავთ, უკეთებენ ოპერაციებს, აკვირდებიან და შემდეგ ხოცავენ. ამის შედეგად ცხოველებს ეწყებათ მუტაცია, ავადდებიან სხვადასხვა დაავადებით, ეწყებათ ბეწვის ცვენა და ხშირად კვდებიან კიდეც.image

ცხოველებზე კოსმეტიკური ნაწარმის ტესტირების აკრძალვის შესახებ კანონი 2009 წელს შესულა ძალაში. როგორც აღმოჩნდა, დადგენილება ევროპარლამენტმა ჯერ კიდევ 2003 წლის დასაწყისში მიიღო, თუმცა კანონი ძალაში 2009 წელს უნდა შესულიყო. მაშინ ცხოველთა დაცვის ჯგუფი ამბობდა, რომ ევროპაში ყოველწლიურად 38 000 ცხოველი ტესტირების დროს უმიზეზოდ იღუპებოდა. ტოქსინის შემცველი სამი ნივთიერების ტესტირება ძალაში 2013 წლამდე რჩება.
image


გთავაზობთ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც დღემდე ატარებენ ასეთ ცდებს ცხოველებზე:

L’Oreal და მასში შემავალი:
Biotherm
Avon
Estee Lauder
Helena Rubinstein
Ralph Lauren
Giorgio Armani
Vichy
La Roche-Posay
Kerastase
Maybelline
Garnier
Jacques Dessange
Redken
Procter & Gamble Max Factor
Olay
Pantene
Head&Shoulders
Wash&Go
Clairol
Cover Girl
Secret
Pampers
Always / Alldays
Tampax
Old Spice
Blend-a-Med
Camay
Safeguard
Ace
Comet
Lenor
Tide
Ariel
Fairy
Миф
Tix
Johnson & Johnson
Johnson’s Baby
Clean&Clear
Neutrogena
ROC
Carefree
O.B.
Reach
Unilever
Dove
Rexona
Timotei
Sunsilk
Clear VitABE
Axe
Pepsodent
Domestos
Cif
Coty Adidas
Lancaster
Calvin Klein
JOOP!
Davidoff
DEL Laboratories
Sally Hansen
CornSilk
La Cross
Colgate-Palmolive
Colgate
Palmolive
Lady Speed Stick
Mennen
Protex
Ajax и др.
Smith Kleine Beecham:
Aquafresh и др.
Schering-Plough
S.C. Johnson
Glade
Oust
OFF
Raid
Pronto
Туалетный утёнок
Мистер Мускул
Байгон и другие марки.
Reckitt-Benckiser
Veet
Cillit
Vanish
Calgon
Dosia
Lanza
Tiret
Harpic и другие бренды.
Pfizer
Schick
Wilkinson Swоrd
Visine
Plax
BenGay и многое другое.
Gillette
Oral-B
Duracell
Braun
Matrix
BIC Corporation
Бабушка Агафья
Русское поле
Красная линия
Блорусская косметика
Sensodyne
Henkel (Schwarzkopf & Henkel, Fa и т.п.)
Bausch & Lomb


image

2
772
4-ს მოსწონს
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
772
  
2013, 21 ნოემბერი, 13:46
გული გამიხდა ცუდად :(
2013, 21 ნოემბერი, 11:29
:( საცოდავები...
0 1 2