ფილოსოფია ცნობილი ადამიანების ძალიან ბრძნული გამონათქვამები (ნაწილი I ) 2013, 20 ნოემბერი, 20:25 სტატიაში წარმოგიდგენილია ცნობილი ადამიანების ბრძნულ გამონათქვამთა ერთ-ერთი საუკეთესო კრებული.. ბევრ თქვენგანს ღრმად დააფიქრებს, ბევრს სასიმოვნოდ განანათლებს, საერთო ჯამში - ისიამოვნებთ:
პლატონი ◦ ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა. ◦ ყოველგვარი სიბრძნის საფუძველი მოთბინებაა. ◦ ერთდროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი, შეუძლებელია ◦ სიხარულიც და მწუხარებაც იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას. ◦ იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი. ◦ სიმართლეს ბევრი მომხრე ყავს, მაგრამ ცოტა დამცველი. უილიამ შექსპირი ◦ უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას ასე ხშირად რომ არ ახსენებდე. ◦ ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვით. ბერდნარდ შოუ ◦ ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ◦ გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა. ◦ არც ერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა. ◦ პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმიტომ, რომ ბევრი რამ დაივიწყოს. ◦ ვინც იცის, აკეთებს, ვინ არა - სხვას ასწავლის. ჯორჯ ვაშინგტონი ◦ ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე ბევრს იხდის. ლეონარდო და ვინჩი ◦სიბრძნე-გამოცდილების ასეულია. ვოლტერი ◦ მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებათ, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ. ◦ ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისი ქენჯნას, ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო. ◦ საუკეთესო კარგის მტერია. ალექსანდრე დიუმა უფროსი ◦ რა ლამაზადაც უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, თუ ის ბევრს ლაპარაკობს, ბოლოს მაინც სისულელეს იტყვის. ◦ ნურასოდეს დააფასებ ფულს ნურც მეტად, ნურც ნაკლებად, ვიდრე იგი ღირს, რადგან იგი კარგი მსახურია და ცუდი ბატონი. აგატა კრისტი ◦ ყველაზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია. ვუდი ალენი ◦ ლომს და კრავს შეუძლიათ ერთად დაწვნენ, მაგრამ მეეჭვება კრავმა კარგად გამოიძინოს. არისტოტელე ◦ ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა ◦ ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივი სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად. პიერ ბომარშე ◦ ცოცხლობდე-ნიშნავს იბრძოდე, იბრძოდე-ნიშნავს ცოცხლობდე. ჟან დე ლა ბრუიერი ◦ ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, ხოლო ვინც აზროვნებს-კომედიაა. ჯონ ლენონი ◦ ცხოვრება არის ის, რაც შენს ირგვლივ ხდება, მანამ სანამ შენ ცხოვრებას გეგმავ. ალბერ კამიუ ◦ მსოფლიოში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა. პიერ ბუასტი ◦ წყენა ქვიშაზე ჩაწერეთ, მადლიერება კი მარმარილოზე ამოკვეთეთ. პოლ ვალერი ◦ ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს. თაგორი ◦ ვინც ბევრს ფიქრობს იმაზე - სიკეთე ვქნაო, დრო აღარ რჩება იმისთვის, რომ კეთილი იყოს. პემ ბრაუნი სიყვარული ხიზილალაა და საქორწინო ტორტი, ხენდრო და ტკბილი კრემი. სიყვარული შამპანიურია, მეგობრობა კი ახლადგაომცხვარი პური, ახალგადღვებილი კარაქი, გლეხური პური და ორისათვის შემოდგმული ჩაიდანი. რა თქმა უნდა, სჯობს, ორივე გქონდეს, მაგრამ მეგობრობას უფრო ჩაატან გემოს. 84785 6-ს მოსწონს
|