x
image
ირე
თეთრი შოკოლადი
image

იცით თუ არა, რომ თეთრი შოკოლადი სინამდვილეში შოკოლადი არ არის? მის შემადგენლობაში შედის კაკაოს კარაქი, რძის ფხვნილი და შაქარი. ყველა სახის შოკოლადის წარმოება ერთი მეთოდით ხდება, თუმცა მომზადების ნიუანსები დამოკიდებულია სწორედ რეცეპტზე და ხარისხზე. ამგვარად, შოკოლადის მთავარი განმასხვავებელი
ნიშანი გახლავთ კაკაოს არომატი.
მიუხედავად მსგავსი კონსისტენციისა, თეთრი შოკოლადი მაინც განსხვავებულია, მას მკაფიოდ გამოხატული ტკბილი გემო აქვს, რომელიც ნამდვილად განსხვავდება კაკაოს გემოსგან, ექსპერტების აზრით, ეს იმიტომ, რომ თეთრი შოკოლადი - არ არის შოკოლადი!

image


"ის არ შეიცავს კაკაოს, მხოლოდ მის კარაქს“- ამბობს დიეგო ბადარო (Diego Badaro), შოკოლადის ქარხნის მფლობელი. თეთრი შოკოლადის რეცეპტი არ გულისხმობს შოკოლადის ლიქიორის გამოყენებას, რომელსაც ვიღებთ კაკაოსგან-სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი!


imageთეთრ შოკოლადს შეიძლება ეწოდოს შოკოლადი, თუ სხვა მოთხოვნებთან ერთად, მის შემადგენლობაში შევა კაკაოს კარაქის არანაკლებ 20 პროცენტისა.თუმცა, ბევრი მწარმოებელი, რომელსაც აღნიშნული ტკბილეული გააქვს მასობრივ ბაზარზე, იყენებს მცენარეულ ზეთს, რის გამოც ვიღებთ ასეთ განსხვავებულ გემოს.
ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ უყვართ თეთრი შოკოლადი, არასოდეს გაუსინჯავთ ნამდვილი თეთრი შოკოლადი, რომელსაც აქვს მდიდარი შოკოლადის ნაღების გემო. გარდა ამისა, ის უნდა შეიცავდეს არანაკლებ 20% კაკაოს ზეთს, 15% რძის ფხვნილს და 55% შაქარს.




3
447
2-ს მოსწონს
ავტორი:ირე
ირე
447
  
2013, 20 ნოემბერი, 18:11
არ მიყვარს თეთრი შოკოლადი, არც რძიანი. მხოლოდ შავ, მწარე შოკოლადზე ვგიჟდები:)
2013, 20 ნოემბერი, 17:51
მეც:) ყველანაირი:)
2013, 20 ნოემბერი, 17:50
ვგიჟდები თეთრ შოკოლადზე.
0 1 3