სხვა ნიუ იორკის საუკეთესო ჰოთ–დოგები 2013, 20 ნოემბერი, 16:40 ჰოთ-დოგის გამყიდველები პირველად გაჩნდნენ ნიუ იორკში დაახლოებით 100 წლის წინ და დღემდე მათი პროდუქტი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ჰოთ–დოგის გამყიდველი ნიუ იორკში, დაახლოებით 1910 წელი. ჰოთ–დოგის ფასი-3 ცენტი, ხოლო 2 ცალს 5 ცენტად ყიდნენ.
ჰოთ–დოგი "ჩიკაგო".შემადგენლობა: საქონლის ხორცი, კარტოფილი, ფუნთუშა, მდოგვი, ხახვი, კიტრი, პომიდორი, წიწაკა და მარილი. 1916 წელი, «Nathan’s» ბისტრო, სადაც ჰოთ–დოგი ორჯერ იაფი ღირდა ვიდრე მის კონკურენტებთან. სწორედ ასე გამოიყურება «Nathan’s» ჰოთ–დოგი დღეს. 1957 წლის ოქტომბერში, მერი რობერტ ვაგნერი იმყოფებოდა "კონი აილენდის" სასადილოში და შეუკვეთა ჰოთ–დოგი.უცნაური დამთხვევით, ის კვლავ აირჩიეს მერად მეორე ვადით. ჰოთ–დოგი "თხუთმეტი ნაკბეჩი" "Brooklyn Diner"–ის სასადილოსგან იწონის თითქმის ფუნტს. 2009 წლის ოქტომბერში მერმა ბლუმბერგმა და გენერალმა კოლინ პაუელმა წაიხემსეს ჰოთ–დოგებით მიდთაუნში. სალექს გობრანი, ჰოთ-დოგების გამყიდველი ბროდვეის და 32-ე ქუჩის კუთხეში, აცხადებს რომ კლიენტი ყოველთვის მართალია და ყოველთვის ცდილობს ასიამოვნოს თითოეულ მათგანს. სოსისებს მისტერ გობრანი ხარშავს ლიმონიან წყალში. «Good to Go Organics»-ის სასადილოში შეიძლება სოიოს ჰოთ–დოგის შეძენა, რომელიც სპეციალურად ვეგეტერიანელებისთვის მზადდება. 116 შეფასება არ არის
|