x
image
ნიკა კირკიტაძე
PlayStation 4 გაყიდვებით რეკორდს ამყარებს (ფოტო+ვიდეო)

Playstation 4PlayStation 4 რეკორდებს ამყარებს: ერთი დღე-ღამის მანძილზე კომპანიამ სულ ერთი მილიონი სათამაშო აპარატი გაყიდა, რაც PlayStation-ის ბრენდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
აშშ-ში გაყიდვების დაწყებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ Sony Worldwide Studios-ის პრეზიდენტმა სუჰეი იოშიდამ Twitter-ის მიკრობლოგზე დაწერა, რომ გაყიდვებით მიღწეული შედეგი PlayStation-ის ისტორიაში რეკორდულია.
ანალიტიკოსების პროგნოზით, PlayStation 4-ის გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება 29 ნოემბრიდან ანუ მას შემდეგ, რაც ახალი სათამაშო აპარატი ევროპულ ბაზარზეც შევა. იაპონიაში კი, PlayStation 4 2014 წლის თებერვალში გამოჩნდება.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


















0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0