მოვლენები რამდენი ათასი ლარი დახარჯეს ყოფილი და მომავალი პრემიერების მეორე ნახევრებმა ინაუგურაციის დღეს ჩაცმულობაზე? 2013, 19 ნოემბერი, 21:37 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ცნობილი პოლიტიკოსების მეუღლეები ყურადღების ცენტრში მოექცნენ. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მათმა ჩაცმულობამ. მომხიბვლელ ქალბატონებს ცოტა კრიტიკა და ბევრი კომპლიმენტიც ხვდათ წილად. ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა პრეიდენტის ინაუგურაციას მოკრძალებულად ჩაევლო, ისე, როგორც საქართველოსნაირ პატარა და დაბალბიუჯეტიან ქვეყანას შეეფერებოდა. ღონისძიებისთვის დიდი თანხები არ დახარჯულა, მაგრამ ათასობით ლარი დახარჯეს პოლიტიკოსების მეორე ნახევრებმა, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
ქართველი მოდის კრიტიკოსებისა და დიზაინერების მტკიცებით ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკა ხედელიძე ყველაზე ელეგანტურად და დახვეწილად იყო ჩაცმული. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მისი სამოსი ყველაზე ძვირადღირებული გახლდათ. ქალბატონმა ეკატერინემ სპეციალურად ამ დღისთვის Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი შეარჩია, რომლის ღირებულებაც 445 ევროა, Christian Dior-ის შავი პალტოს ღირებულება კი 4300 ფუნტი სტერლინგია(11548 ლარი).
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს, ნანუკა თამაზაშვილს, მან სპეციალურად ამ დღისთვის არჩევანი ოსკარ დე ლარენტას შავ ყვავილებიან კაბაზე შეაჩერა. კაბის ფასი 6490 დოლარია. ქალბატონების ჩაცმულობამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგი ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, მეორენი კი ირწმუნებიან, რომ ამხელა თანხა ჩაცმულობაზე არ უნდა დაეხარჯათ. 680 1-ს მოსწონს
|