საზოგადოება 21 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ მამაოებმა საკვირაო ქადაგების შემდეგ ყველა ტაძარში მოუწოდეს 2013, 19 ნოემბერი, 17:08 როგორც სოციალურ ქსელ facebook-ზე გავრცელდა, საკვირაო წირვის შემდეგ ქალაქის თითქმის ყველა ტაძარში მოსაწვევი ბუკლეტები დარიგდა და მამაოებმა ქადაგებაში ამბიონიდან მრევლს მოუწოდეს – 21 ნოემბერს აქციაში მონაწილეობის მისაღებად! 21–ში გამოჩნდება, თუ როგორ გვინდა ალტერნატიული საბუთები... შეგახსენებთ, 21 ნოემბერს 13:00 სთ–ზე დაგეგმილია შეკრება თბილისის იუსტიციის სახლთან, სადაც ოქტომბრის თვიდან მიმდინარეობს სადღეღამისო აქციები არაელექტრონული უჩიპო მოწმობების დაშვებასთან დაკავშირებით. 14:00 სთ–ზე იუსტიციის სახლიდან დაიწყება მსვლელობა და დამთავრდება იუსტიციის სამინისტროსთან 16:00 სთ–ზე, სადაც გაიმართება აქცია და მონაწილეები ასიათას ხელმომწერთა სახელით სამინისტროსაგან მოითხოვენ – სასწრაფოდ დაიშვას ალტერნატიული მოწმობები. 75 3-ს მოსწონს
|