ფოტოგრაფია ყველაზე ცნობილი ფოტოფალსიფიკაციები,რომლებიც ნამდვილი ეგონათ 2013, 19 ნოემბერი, 10:59 1-Air France 447.-რეისი-ეს ფოტო თითქოს გადაღებული იყო ტრაგედიამდე რამდენიმე წამით ადრე, ვიდრე თვითმფრინავი მიწას დაენარცხებოდა, სინამდვილეშიეს კადრი ამოღებულია სერიალიდან «Lost», თუმცა ბევრს კარგა ხანი სჯეროდა, რომ ფოტო რეალური იყო და ავიაკატასტროფის ბოლო წამებს ასახავდა. 2-ცუნამი ინდოეთის ოკეანეში -ინტერნეტში 2004 წელს მომხდარი ცუნამის მრავალი ფოტო დაიდო, ერთ-ერთია ეს ფოტოც, თუმცა ყალბია, სინამდვილეში ფოტო გადაღებულია ჩილეს სანაპიროზე და დამატებულია ფოტოშოპი. 3-ტურისტი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სახურავზე 2001 წლის 11 სექტემბერს- ბევრს კარგა ხანი სჯეროდა, რომ ეს ფოტო რეალური იყო, ტერაქტამდე ერთი წამით ადრე გადაღებული და თითქოს ნანგრევებში იქნა ნაპოვნი ტურისტის ფოტოაპარატი, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ფოტო ყალბი იყო. 4-ჰერკულესი, ყველაზე დიდი ძაღლი მსოფლიოში- ეს გახლავთ წმინდა წყლის ფოტოშოპი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ოფიციალური სია მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლებისა, ეს მამაკაცი და მისი ძაღლი ამ სიაში არ ირიცხებიან, მაინც ინტრნეტმომხმარებალმა დაიჯერა , რომ ძაღლი რეალურია, სინამდვილეში დღეს-დღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლია დოგი-სახელად ზევსი. 5-ზვიგენი ვერტმფრენს ესხმის თავს -ნებისმიერი საღად მოაზროვენე ადამიანი მიხვდება, რომ ეს პრიმიტიული იაფასიანი ფოტოსიმულაციაა, თუმცა ზოგს სჯერა, რომ სურათი რეალურია.
145 5-ს მოსწონს
|