ქალი და მამაკაცი ქალის "მონადირების" ყველაზე უცნაური რიტუალები 2013, 18 ნოემბერი, 14:43 ![]() 1. ტაივანში 1930 წლამდე, ატაიალის ტომის მამაკაცები თვლიდნენ, რომ ზრდასრულობისა და ოჯახური ცხოვრების დაწყებისთვის მზაობის დასამტკიცებლად ყველაზე კარგი გზა იყო საყვარელი ქალისთვის მტრის მოკვეთილი თავის მირთმევა. ამ "საჩუქარს" დგამდნენ სახლის წინ, რათა ყველას შეძლებოდა დანახვა. ![]() 3. ბრიტანეთში მცხოვრებ ბოშებში მოქმედი რიტუალის მიხედვით, თუ კაცს გოგო მოეწონება, საჭიროა მხოლოდ დაიჭიროს იგი და აკოცოს, თუნდაც ძალით. ამის შემდეგ ისინი დანიშნულად ითვლებიან და სულ მალე ქორწილსაც იხდიან. ქალი კი, რომლის აზრსაც არავინ ითვალისწინებს, მთელი ცხოვრება იძულებულია ცოლობა გაუწიოს ამ მამაკაცს. ![]() ![]() 5. კამბოჯაში, კრეუნგის ტომებში არსებული ტრადიციის მიხედვით, როგორც კი გოგონას 13 წელი შეუსრულდება, მშობლები ცალკე დგამენ მისთვის "სიყვარულის ქოხს", სადაც გოგოს შეუძლია კონტაქტი ჰონდეს ნებისმიერ და ნებისმიერი რაოდენობით მამაკაცთან. ასე გრძელდება მანამ, სანამ არ იპოვის იმ "ერთადერთს". სამაგიეროდ, ქორწილის შემდეგ ქალს უკან დასახევი გზა აღარ აქვს, რადგან განქორწინება აქ აკრძალულია. 110 5-ს მოსწონს
|