x
image
ნიკა კირკიტაძე
სპეცოპერაციები ბათუმის და გონიოს საროსკიპოებში

imageგონიოსა და ბათუმში, 14 სასტუმროსა და დისკო-კლუბში პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, რამდენიმე პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა
სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თოთხმეტივე ობიექტზე ღონისძიება 00:30 საათზე ერთდროულად დაიწყეს. სასტუმროებსა და
დისკო-კლუბებში მყოფი პირები საგამოძიებო სამსახურებში არიან გადაყვანილები.


როგორც აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ობიექტებზე მყოფი ზოგიერთი პირი მოწმის სახით დაიკითხება, ხოლო პირები, რომლებმაც პროსტიტუციისთვის ფართი გასცეს, უმკაცრესად დაისჯებიან.


თელიას განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლას. სამართალდამცველების მუშაობის პროცესის გადაღების საშუალება ტელევიზიებსაც ჰქონდათ.



0
168
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0