საზოგადოება ჩინეთში საქმრომ საცოლეს 102 კილოგრამი ფული აჩუქა 2013, 15 ნოემბერი, 10:22 ჩინეთში მამაკაცმა თავის საცოლეს საჩუქრად 8, 88 მილიონი იუანი აჩუქა(დაახლოებით 500 000$). 102 კილოგრამი ფული გოგონას ავტომობილებით მოუტანეს, ფული ბამბუკის კალათებში და ყუთებში იყო ჩალაგებული, პროცესიას სათავეში სპორტული Maserati ედგა, როგორ მიიღო საპატარძლომ საჩუქარი და რა რეაქცია ჰქონდა უცნობია, თუმცა ცნობილი ისაა, რომ წყვილი შეძლებული ოჯახებიდან არიან და ცხოვრობენ პროვინცია ჩჟეძიანში.როგორც AFP აღნიშნავს, ჩინეთის ამ მხარეში გავრცელებული ტრადიციაა, რომ საპატარძლოს ძვირფასი საჩუქრები მიუძღვნან, თუმცა ბევრმა ინტერნეტ მომხმარებელმა სოციალური ქსელიდან გააკრიტიკა სასიძო და საჩუქარი არაესთეტიკურად ჩათვალეს. 57 2-ს მოსწონს
|