ფეხბურთი რა კავშირშია ბოლივიელი მილიარდელი დევიდ ბექჰემთან 2013, 14 ნოემბერი, 22:30
38 წლის ვარსკვლავმა მაიამიში, ერთ - ერთ ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში უმასპინძლა ბოლივიელ მილიარდელს მარსელო კლაურეს და მის ხალხს.როგორც ცნობილია, მარსელო ბოლივიაში ტოპ კლუბის - Bolivar - ის ხელმძღვანელობს და არა მარტო ტოპ კლუბს.
მომავალი ბიზნეს პარტნიორების საქმიანი სადილი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, საიდანაც ისინი ადგილობრივი ბეისბოლის სტადიონის სანახავად გაემგზავრნენ.წყაროს განმარტებით, ვარსკვლავმა აღიარა, რომ უახლოეს დღეებში მას დაგეგმილი აქვს არა ერთი შეხვედრა პოტენციურ ინვესტორებთან, რათა შეჯერდნენ და ერთობლივად შეარჩიონ ადგილი თუ სად ააშენონ სტადიონი: - " ამჟამად ანალიზის, გარიგებების და დაგეგმვის ეტაპზე ვართ.თუმცა არის ბევრი წინააღმდეგობა, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია, რადგანაც ძირითადი იდეა ისაა, რაც შეიძლება ხანგრძლივი დროით მოხდეს პარტნიორობა.ჩვენი პარტნიორობა უნდა იყოს სწორი, ჩვენ გვჭირდება ყველაფერი, ადგილობრივიც, ეროვნულიც და მასშტაბურიც" - აცხადებს დევიდ ბექჰემი. 47 9-ს მოსწონს
|