მანჩესტერ იუნაიტედიდან
სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის
შემდეგ ალბათ ყველა მოელოდა
კლუბში გარკვეული პრობლემების
შექმნას და ასეც მოხდა.
წითელმა ეშმაკებმა სეზონი ძალიან
ცუდად დაიწყეს, თუმცა ბოლო
პერიოდში ათამაშდნენ და კლუბი
სასურველ ფორმას უბრუნდება.
უკვე ალაპარაკდნენ ტიტულის
შენარჩუნების რეალურობაზეც.
ზაფხულის წარუმატებელი სატრანსფერო ბაზრის შემდეგ,
იუნაიტედის ბოსები ზამთარში აპირებენ გააქტიურებას და
რამდენიმე სუპერ სენსაციური შეთავაზებაც მოამზადეს, - იუწყება
ბრიტანული პრესა.
bleacherreport.com-ის ინფორმაციით, მოიესი
მონაკოს
კოლუმბიელ ფორვარდში -
რადამელ ფალკაოში 100 მილიონი
ფუნტის გადახდას აპირებს. მანჩესტერს ამ ტრანსფერის
განხორციელებაში მადრიდის
რეალი და ლონდონის
ჩელსიც
შეეცილებიან.
![მანჩესტერ იუნაიტედი სუპერ სენსაციურ
სატრანფერო შეთავაზებებს ამზადებს?! image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201311/2013111409423312629.jpg)
მანჩესტერი ასევე სერიოზულად განიხილავს ზამთარში დორტმუნდის
ბორუსიის გერმანელი შემტევის ნახევარმცველის
მარკო როისის
შეძენას და ამ ტრანსფერში შეიძლება ჩაერთოს
სინჯი კაგავაც.
და სუპერ სენსაცია! როგორც პრესა წერს,
ბარსელონა და
ანდრეს
ინიესტა ახალ კონტრაქტის ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებიან.
თუ კატალონიელი იანვრამდე კლუბთან ახალ კონტრაქტს არ
გააფორმებს, მანჩესტერი აქტიურად შეეცდება 29 წლის ესპანელის
გადაბირებას.
ანდრეს ინიესტას კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე
აქვს.
![მანჩესტერ იუნაიტედი სუპერ სენსაციურ
სატრანფერო შეთავაზებებს ამზადებს?! image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201311/2013111409443812629.jpg)