ლივერპულის ევერტონმა უარყო მანჩესტერ იუნაიტედის წინადადება ლეიტონ ბეინსის ტრანსფერთან დაკავშირებით, - იუწყება ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC. წყაროს ინფორმაციით, მერსისაიდული კლუბი არ აპირებს შეთავაზებულ 12 მილიონ ფუნტად შეელიოს გუნდის ერთერთ ლიდერს.
ინგლისის ნაკრების 28 წლის მარცხენა მცველს მოქმედი კონტრაქტი კლუბთან ორი სეზონის შემდეგ ეწურება.