x
image
K.P.
პუშკინი და დიუმა ერთი ადამიანია?!
imageსულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი და ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა (უფროსი) ერთი ადამიანია. პუშკინი 1799 წელს დაიბადა, დიუმა კი 1802 წელს, ასაკში სხვაობა მხოლოდ 3 წელია, რაც გარკვეული ასაკის შემდეგ თითქმის შეუმჩნეველია.

ვერსიის ავტორების მტკიცებით, პუშკინი დუელში არ მომკვდარა, სიკვდილის სცენა გაითამაშა და საფრანგეთში გაიქცა. საინტერესოა ის ფაქტიც, თუ რატომ არ დაკრძალეს პუშკინი საგვარეულო სასაფლაოზე, რატომ დაკრძალეს ის ღამით ტყის პირას. სწორედ ამ ვერსიის ავტორები ამტკიცებენ, რომ რუსმა მწერალმა საკუთარი სიკვდილის სცენა საკუთარ პოემაში "ევგენი ონეგინში" აღწერა. საიდან იცოდა წინასწარ პუშკინმა როგორ მოკვდებოდა? იქნებ ყველაფერი წინასწარ დაგეგმა? მინიშნება კი საკუთარ პოემაში დაგვიტოვა, იმ იმედით, რომ წლების შემდეგ მაინც ამოხსნიდა ვინმე.

ალექსანდრე დიუმა პუშკინის გარდაცვალებიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ ჩნდება პარიზში და სულ მოკლე ხანში დიდ პოპულარობასაც იხვეჭს.

საინტერესოა, ის ფაქტიც რომ ორივე მწერალი გარეგნულად ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე შავგვრემანი, ხუჭუჭი თმებით და კეხიანი ცხვირით, ერთი სახელით... დიუმა უფრო მსუქანი გახლავთ, მაგრამ ხშირად ასაკის მატებათან ერთად კაცები წონაშიც იმატებენ...


სტატიაში მოცემული ვერსიის ავტორები მიიჩნევენ, რომ როდესაც პუშკინსა და დიუმაზე ვსაუბრობთ ისინი ერთ ადამიანად უნდა განვიხილოთ, მეტიც, რუსისა და ფრანგის ნაწარმოებებს ამიერიდან ავტორად პუშკინი-დიუმა უნდა მივუთითოთო.


ალექსანდრე პუშკინი

image

image














ალექსანდრე დიუმა

imageimage



2
737
7-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
737
  
2013, 23 ნოემბერი, 4:28
მეც მომეცონა,მაგრამ ეგ ჯერ ისევ განხილვის ტემააა,ჯერ ხომ დაზუსტებიტ არ დაუდგენიატ?ისე მაგას დიდი ხანია ვარაუდობენ.
2013, 13 ნოემბერი, 22:24
ამაზე დიდი ხანია დაობენ,არ არის ახალი ამბავი.
სტატია კარგი იყო, მოკლედ და კონკრეტულად.
0 1 2