x
image
გიორგი525
როგორ წარმოიქმნება ტაიფუნი?
ტაიფუნი არის ჩამოყალიბებული ტროპიკული ციკლონი რომელიც წარმოიქმნება წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში 180°-სა და 100° აღმოსავლეთ მერიდიანს შორის. ეს რეგიონი ცნობილია როგორც წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთი აუზი. ორგანიზებულობის მიზნით წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი დაყოფილია 3 ნაწილად: აღმოსავლეთ (ჩრდილოეთ ამერიკა 140° დასავლეთი მერიდიანიდან), ცენტრალურ (140° დასავლეთ მერიდიანსა და 180°-ს შორის) და დასავლეთ (180°-დან 100° აღმოსავლეთ მერიდიანამდე) ნაწილებად.

ტაიფუნი Nina - 1987 წლის 25 ნოემბერი




ტროპიკული ციკლონის პროგნოზირების რეგიონულ-სპეციალიზებული მეტეოროლოგიური ცენტრი მდებარეობს იაპონიაში და თანამშრომლობს სხვა მეტეოროლოგიურ სადგურებთან. ესენია: წყნარი ოკეანის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰონოლულუში, აგრეთვე პილიპინებსა და ჰონგ-კონგში. სანამ ეს მეტეოროლოგიური სადგურები სახელს დაარქმევენ ტაიფუნს, მთავარ სახელთა სია შერჩეულია 18 ქვეყნიდან რომელთა ტერიტორიებსაც ტაიფუნი ყოველ წელიწადს ემუქრებოდა. პილიპინელები ტროპიკული ციკლონისთვის, რომელიც უახლოვდება ქვეყანას, იყენებენ საკუთარ სახელთა სიას. წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ოფიციალურად არ არის დადგენილი ტაიფუნთა როგორც ტროპიკული ციკლონთა სეზონი.

ტაიფუნი Bopha



ნებისმიერი ტროპიკული ციკლონის ჩამოყალიბის, ფორმირბისა და განვითარებისთვის არსებობს 6 პირობა. ეს პირობებია: საკმაოდ თბილი ზღვის ზედაპირის ტემპერატურა, ატმოსფერული არასტაბილურობა, მაღალი ტენიანობა ტროპოსფეროს შედარებით დაბალი ფენებიდან საშუალო ფენებამდე, კორიოლის ძალა (კორიოლის ეფექტი არის მოძრავი სხეულის პირდაპირი მიმართულებიდან გადახრა როდესაც დასაკვირვებელ სხეულს ვაკვირდებით მბრუნავ სხეულში) რაც იწვევს წნევის დაცემას ცენტრში, ბალანსის დარღვევა და სუსტი ვერტიკალური ქარის წარმოქმნა. ქარიშხალთა უმეტესობა ყალიბდება ივნისიდან ნოემბრამდე, მაშინ როცა ტროპიკული ციკლონის ჩამოყალიბება მინიმუმ იწყება დეკემბრიდან და გრძელდება მაისამდე. საშუალოდ წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ აუზი ხელს უწყობს ყველაზე ბევრი და ძლიერი ტროპიკული ციკლონების გლობალურ წარმოქმნას. როგორც სხვა აუზებში, ტროპიკული ციკლონები კონტროლდება სუბტროპიკული მიწის ნაწილის მიერ დასავლეთის ან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. ზოგიერთი ყველაზე მომაკვდინებელი ტაიფუნი უკან ბრუნდება იაპონიასთან და მოძრაობს აღმოსავლეთ იაპონიის მახლობლად. მთავარი დარტყმა რასაც ტაიფუნი ფილიპინების კუნძულებს აყენებს ეს არის მეწყერი რასაც ვერ ვიტყვით ჩინეთსა და იაპონიაზე. ისტორიის განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელმა ტაიფუნებმა დიდი დარტყმა ჩინეთს მიაყენეს. სამხრეთ ჩინეთმა მიიღო ყველაზე ხანგრძლივი დარტყმა ტროპიკული ციკლონისგან რამაც მოსახლებასთან ერთად გაანადგურა 1000 წლის განმავლობაში შეგროვილი დოკუმენტაცია არქივებითურთ. ტაიფუნი რომელიც ტაივანს დაატყდა თავს იყო ყველაზე წყალუხვი წყნარი

ოკეანის ჩრდილო–დასავლეთი აუზიდან.

0
277
5-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი525
გიორგი525
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0