სხვა ვიეტნამში უკვე დაღუპულია 13 ადამიანი, ჩინეთში კი - 5 2013, 12 ნოემბერი, 15:20 ფილიპინების აოხრების შემდეგ ტაიფუნმა Haiyan-მა ორშაბათს მიაღწია ჩრდოლო–აღმოსავლეთ ვიეტნამს და სამხრეთ ჩინეთს. ადგილობრივი დროით, სამშაბათს ნაშუადღევს (დღეს) ძლიერმა ქარიშხალმა და წყალდიდობამ უკვე იმსხვერპლა ვიეტნამის 13 და ჩინეთის 5 მაცხოვრებელი. ტაიფუნმა Haiyan-მა გამოიწვია მეწყერი, რომელიც ჩამოწვა ვიეტნამში Hong Gai-ის მახლობლად, ადგილობრივი დროით კვირას ნაშუადღევს. ორშაბათს ღამით შტორმმა დაიწყო შესუსტება. 43 5-ს მოსწონს
|