x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მსოფლიო რეკორდი- პატარძალი 126 მეჯვარით.
ძალზე უჩვეულო ამბავს წავაწყდი ერთ-ერთ უცხოურ მედიაზე და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარა. 4 მეჯვარის ამბავი საქართველოში უკვე გასაკვირი აღარ არის, 6-საც შევსწრებივარ, მაგრამ 126?? სტატია სწორედ გინესების რეკორდსმენ შრი-ლანკელ წყვილს Nisansala და nalin-ის ეხებათ, რომელთა ქორწილშიც პატარძლის 126 დაქალი იყრიდა თავს. ინფორმაცია გავრცელდა რაღა თქმა უნდა "Daily Mail"-ის მეშვეობით, რომელიც მუდამ ხელს უწყობს ასეთი უჩვეულო ინფორმაციების მოხვედრას BBC-ში.

ასეთი არატრადიციული და სარეკორდო პარამეტრების მქონე ქორწილის ორგანიზების იდეა მოსვლია Nisansala-ას ნახევარ დას Champi Siriwardana-ს. ქორწილი გაიმართა ბანგკოკში (ტაილანდი) და მართლაც არაჩვეულებრივი გამოვიდა, სიძის 23 მეგობარი ბიჭი, პატარძლის 126 მეჯვარე, 23 თაიგულის მატარებელი გოგონა სრულიად ერთნაირ სამოსში გამოწყობილიყო, რაც ქმნიდა არაჩვეულებრივ სანახაობას. ქორწილს თვით შრი-ლანკის პირველი ლედი Shiranthi Rajapaksa-აც კი ესწრებოდა. წინა მსოფლიო რეკორდებში ქორწილი შევიდა პატარძლის 96 მეჯვარის მაჩვენებლით, Nisansala და nalin-ის ქორწილმა კი ძველს ბევრად აჯობა.


იხილეთ ფოტოები Nisansala და nalin-ის ქორწილიდან:

image


image

image

image

image


2
184
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
184
  
2013, 13 ნოემბერი, 19:23
;))))))))))))
0 1 2