x
image
ლეელ
ქართული დამწერლობა
ისტორიული ცნობები ქართული დამწერლობის შესახებ მეტად მწირია. XIსაუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ქართული დამწერლობის წარმოშობის თარიღად ძვ.წ.-მდე III საუკუნეს მიიჩნევს, მაგრამ, გასაკვირია, თუ როგორი დამწერლობა შეიქმნა ფარნავაზ მეფის დროს. ეს ის დამწერლობაა, რომელიც ჩვ.წ.-ის V ს-

დან დოკუმენტად არის დადასტურებული, თუ სხვა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

მართალია, ჩვენში გავრცელებულია ლეგენდა, რომ საკუთარი დამწერლობა მხოლოდ 14-ია და მათ შორის არის ქართულიც, მაგრამ თუ თვალს გავადევნებთ დამწერლობის წარმოშობისა და გავრცელების ისტორიას, ვნახავთ, რომ საკუთარი დამწერლობის შექმნა მხოლოდ სამმა ხალხმა, ეგვიპგელებმა ჩინელებმა და შუმერებმა შეძლო. ყველა სხვა დამწერლობა კი ამ დამწერლობების განშტოებაა, მათი ტრანსფორმაციის გზით წარმოქმნილი გრაფიკული სისტემებია.

ანტიკური პერიოდის ბერძენ და რომაელ ისტორიკოსთა ნაშრომებში მოცემული ცნობების მიხედვით შეიძლება ვილაპარაკოთ კოლხური დამწერლობის შესახებაც. დამწერლობა კოლხეთსა და იბერიაში უნდა გვქონოდა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მაგრამ ქრისტიანობის შემოღების შემდეგ, მაინც ახალი გამწერლობა შეიქმნა.


სომეხი ისტორიკოსი კროუნი ამბობს: ქართული ამბანი შექმა Vს-ის სომეხმა მოღვაწე მესროპ-მაშტორციმ, მაგრამ ივ. ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ კროუნის ეს ცნობები გვიანდელი ფალსიფიკაციაა, რადგან Vს-ის სომეხი მემატიანე ვრცლად საუბრობს მასროპ-მაშტორციზე, თუმცა ქართული ამბანის შესახებ არაფერს ამბობს. უფრო მეტიც, გაირკვა მერსოპ-მაშტორციმ არც კი იცოდა ქართული ენა.

ქართულმა დამწერლობამ განიცადა ტრანსფორმაცია და ამიტომ მის განვითარებაში სამი საფეხური გამოიყო:1.მრგვლოვანი(V-VIIIსს.) 2. ნუსხური(IXს) 3.მხედრული (Xს-დან დღემდე)image

8
159
14-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
159
  
2018, 16 თებერვალი, 20:04
როგორც მივხვდი, თქვენი წიგნია. აუცილებლად წავიკითხავ.
2018, 16 თებერვალი, 20:01
39. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
http://na-granitse-globalnogo-vimirania.blogspot.com/2016/10/39.html
2018, 16 თებერვალი, 20:00
- წაიკითხეთ ასევე სენსაციური ქართული PDF წიგნი ივერიის და მსოფლიოს აკრძალულ ისტორიაზე უფასოდ. ეს წიგნი პირველი ქართული წიგნი იყო რომელიც ამაზონზე დაიდო კინდლეს ფორმატით 2014 წელს. წიგნი მაშინვე დაიბლოკა და მკითხველს მხოლოდ 2018 წლის იანვრიდან ეძლევა საშუალება უფასოდ წაიკითხოს.
http://www.cosmogeology.ge/Georgian.Book.pdf
2013, 17 ნოემბერი, 21:09
ჰუმანიტარებმაც ვისწავლეთ... ჩვენ უფრო ნებიერიძეს გადამუშავებული ვარიანტით :))
2013, 17 ნოემბერი, 21:00
ქართული ლიტერატურის ისტრია ეგ უკვე ვისწავლეთ ბიზნეს ადმინისტრატორებმა :D კორნელი კეკელიძის ტომეულიდანაა ეს საინტერესო სტატია თუ არ მეშლება....
2013, 12 ნოემბერი, 15:51
არაფერს ქალბატონო ლეელ.
2013, 12 ნოემბერი, 15:38
გმადლობ
2013, 12 ნოემბერი, 15:30
კარგი სტატიაა.
0 1 8