x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს მერვე საოცრება:ანდრე გიგანტი


imageპროფესიონალურ რესტრლინგში მრავალი ვარსკვლავი იყო, თუმცა მათ შორის მხოლოდ ერთს ეძახდნენ "მსოფლიოს მერვე საოცრებას", ეს იყო ანდრე გიგანტი-რომელიც რინგზე 70-იან 80-იან წლებში გამოდიოდა, იგი პირველი რესტრელი იყო, რომელიც WWF(რესტრლინგის მსოფლიო ფედერაცია)დიდების დარბაზში იქნა შეყვანილი.იგი აგრეთვე წარმატებით გამოდიოდა კინოში, მათ შორის არნოლდ შვერცნეიგერთან ერთად, საოცარია, არნოლდი მასთან შედარებით, როგორც ბავშვი ისე გამოიყურებოდა.დაიბადა საფრანგეთში-გრენობლში 1946 წლის 19 მაისს, მისი ნამდვილი სახელი-ანდრე რენე რუსიმოვი იყო, წარმოშობით პოლონელი გახლდათ.ფრანგი პროფესიონალი მებრძოლი და მსახიობის სიმაღლე 2, 24 მეტრი იყო, ხოლო წონა 240 კილოგრამი.ბავშვობაში იგი აკრომეგალიით დაავადდა, რამაც მის ორგანიზმში ცვლილებები გამოიწვია და მის სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი.როცა ის 17 წლის გახდა, მისი სიმაღლე უკვე 2 მეტრი იყო.image 18 წლიდან იგი უკვე პროფესიონალურ რინგზე გამოდიოდა, მისი პირველი ფსევდონიმი "ეიფელის კოშკის მონსტრი" იყო, WWF-ში მან 20 წელი დაჰყო, ხოლო 15 წელი დაუმარცხებლად გამოდიოდა.იგი გულშემატკივრების საყვარელი მებრძოლი გახდა, ფანები ჰყავდა კანადაში და იაპონიაშიც.მისი ყველაზე მძაფრი მეტოქე იყო ჰალკ ჰოგანი, სწორედ მასთან გამართა ანდრემ ყველაზე დასამახსოვრებელი და სანახაობრივი ბრძოლები. მან ძალად დასთმო ბრძოლა წინასწარი მოლაპარაკებით ჰოგანთან იმისთვის, რომ "ჰალკ ჰოგანი" ისტორიაში შესულიყო.იგი მონაწილეობდა ფილმებში, პირველი დებიუტი 1967 წელს შედგა.პოპულარობა მოუპოვა ისეთმა ფილმებმა როგორებიცაა:"კონანი-დამანგრეველი", "პრინცესა-პატარძალი", მიკი და მუდი" და სხვა.ანრდე საოცრად კეთილი ადამიანიც იყო.იხსენებს არნოლდ შვერცნეიგერი:"როცა რესტორანში შევდიოდით, ყოველთვის ანდრე იხდიდა ხოლმე, ერთხელ მე შევეწინააღმდეგე და კატეგორიულად განვუცხადე:"მე ვიხდი!"ანდრეს ხმა არ ამოუღია, ამწია სავარძლიანად სახე ახლოს მომიტანა და ალერსიანად ჩამჩურჩულა: "მე ვიხდი.."ანრდე 1993 წლის 27 იანვარს საფრანგეთში, სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა, მას გულმა უმტყუნა.image image imageimageimage
imageimage


imageimage

0
90
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0