x
image
natia.a
10 მცნება გაუთხოვარი ქალბატონებისთვის
imageგაუთხოვარი თუ გასათხოვარი ქალბატონებისთვის განკუთვნილ ამ "10 მცნებას" ფეისბუქის ერთ-ერთ გვერდზე გადავაწყდი და გადავწყვიტე აქ წარმომედგინა. არ ვიცი რამდენად დაეთანხმებით აქ წარმოდგენილ "მცნებებს", მაგრამ ვფიქრობ, ბევრი მათგანი გასათვალისწინებელია.



1. ნუ ჩქარობ მშობლიური სახლიდან წასვლას.


2. ნუ ელოდები მამაკაცს იმისათვის, რომ ნორმალური ცხოვრება დაიწყო. მარტომაც შეგიძლია სავსე ცხოვრებით იცხოვრო.


3. მოერიდე ალკოჰოლს. მან ბევრი იმსხვერპლა და არც შენ ხარ გამონაკლისი.



4. ტელეფონზე შეცდომით თუ დაგირეკავენ, ნუ შეეცდები საუბარი გააბა, განსაკუთრებით ღამით. ეს არ არის სწორი გზა სიყვარულის საპოვნელად.


5. შეეჩვიე ჯანსაღ კვებას. ყოველთვის მიირთვი საუზმე და მოერიდე ტკბილეულს.


6. ჩაიცვი ლამაზად: პირველი შთაბეჭდილება სწორედ ჩაცმულობით იქმნება.


7. ნუ ჩათვლი სექსს სიყვარულის დასტურად. ერთად გატარებული მშვენიერი ღამე კაცს არ შეაჩერებს, თუ მას შენი მიტოვება სურს.


8. ნუ გაყვები ვინმეს ფულის გულისთვის, თორემ მისი საკუთრება გახდები.


9. დააფასე საკუთარი თავი, შეიქმენი კარიერა. არ იფიქრო იმაზე, რომ მამაკაცის გვერდით ყოლა გადაჭრის ყველა შენს პრობლემას.


10. პატივი ეცი საკუთარ თავს, ნუ დაივიწყებ ვინ ხარ და საიდან მოდიხარ. და მაშინ სხვებიც დაგაფასებენ.



0
457
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0