ნამცხვრები ნამცხვარი ყაყაჩოს თესლისაგან 2013, 11 ნოემბერი, 11:09 ინგრედიენტები:
● კვერცხი - 4 ცალი
● შაქარი - 1 სუფრის კოვზი
● კარაქი - 125 გ.
● ყაყაჩოს თესლი - 1 სუფრის კოვზი ● საფუარი - 1 სუფრის კოვზი ● ფქვილი - 1 სუფრის კოვზი ● მიწისთხილი (შესაძლებელია თხილი ან ნიგოზი)- მოსართავად ● ქიშმიში - სურვილისამებრ მომზადება: ყაყაჩოს თესლს დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. წყლის ადგუღების შემდეგ გავაჩეროთ 5 წუთი, და შემდეგ 20 წუთის განმავლობაში დავტოვოთ მდუღარე წყალში, რათა კარგად გაფუვდეს. კვერცხის გული ავთქვიფოთ შაქართან და კარაქთან ერთად, დავუმატოთ ფქვილი, საფუარი, ყაყაჩოს თესლი და სურვილისამებრ ქიშმიშიც. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილები, მანამ სანამ ჰაეროვან მასად არ გადაიქცევა. შევურიოთ იგი უკვე მომზადებულ მასას და გამოვაცხოთ 30-40 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ცელსიუსზე. ამის შემდეგ კი... გემრიელად მიირთვით 63 9-ს მოსწონს
|