სხვა ინსტრუქცია!!! როგორ უნდა იცხოვროს ნამდვილმა მამაკაცმა 2013, 10 ნოემბერი, 22:59 1)ნუ დაგენანება ფული სიამოვნებისათვის.
2)მოგწონს? უთხარი.
3)იცხოვრე დღეს, რადგან "გუშინ" აღარ არსებობს, "ხვალ" კი შეიძლება არც კი იყოს.
4)ვერ გაიგე? ჰკითხე.
5)გინდა შეხვდე? დაპატიჟე პაემანზე. 6)გინდა რამე? სთხოვე. 7)არასოდეს იკამათო. 8)გინდა რომ გაგიგონ? აუხსენი. 9)თუ დამნაშავე ხარ მაშინვე თქვი და ნუ დაიწყებ თავის მართლებას. 10)ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ის ხშირად არ ემთხვევა შენს სიმართლეს. 11)ნუ გექნება ურთიერთობა სულელებთან. 12)ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია. 13)ადამიანის პრობლემები მხოლოდ მის თავში არსებობს. 14)გარემომცველი სამყარო არც ცუდია და არც კარგი, მისთვის სულერთია არსებობ შენ თუ არა. 15)ეცადე ყველა მოვლენიდან სიამოვნება მიიღო. 16)ყოველთვის გახსოვდეს, რომ სხვა ცხოვრება აღარ გექნება. 17)ნუ იქნები მოსაწყენი. 18)არ უყურო ტელევიზორს. 19)გახსოვდეს, შენ არავისი არაფერი გმართებს. 20)გახსოვდეს, შენი არავის არაფერი მართებს. 21)ნუ დაკავდები პოლიტიკით. 22)ცხოვრებაში ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეს. 23)დაუჯერე არა დაპირებებს არამედ საკუთარ შეგრძნებებს. 24)ქალებთან ისევე, როგორც ბავშვებთან მომთმენი იყავი. 25)გეცოდებოდეს ყველა ქალი, მათთვის ცხოვრება უფრო რთულია. 26)თუ შენ ცუდ გუნებაზე ხარ, დაფიქრდი, როდესაც მოკვდები ესეც არ გექნება. 27)იცოდე, რომ დღევანდელი დღე, საუკეთესო დღეა შენს ცხოვრებაში. 98 3-ს მოსწონს
|