x
image
ზუკა123
თინა კანდელაკმა დაბადების დღე "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად აღნიშნა
რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანმა, სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთმა მეჩირაღდნემ თინა კანდელაკმა გუშინ დაბადების დღე თბილისში აღნიშნა. თინა 38 წლის გახდა და მიუხედავად ასაკისა, მართლაც, რომ შესაშურად გამოიყურება.


კანდელაკის დაბადების დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატები და საქართველოს მომავალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პიარ-კამპანიის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი დაესწრო.


ჟურნალისტმა დაბადების დღე რესტორან "ფუნიკულიორში" გადაიხადა და ფოტოებში, რომლებიც შემდეგ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, ელისო ჩაფიძე და გია გუმბერიძე არიან ასახულნი.


თინა კანდელაკმა მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს და სოციალურ ქსელში ფოტო გამოქვეყნა, შემდეგ ტექსტით:"მადლობა ყველას მოლოცვისთვის. ბედნიერი ვარ. თინა".




imageimageimage



image

0
853
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ზუკა123
ზუკა123
853
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0