შოუბიზნესი ქეთა თოფურია ორსულადაა 2013, 12 მარტი, 18:00 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, რამდენიმე თვის წინ გათხოვდა ბანკირ ლევ გეიხმანზე. თავიდან ქეთა ამ ყველაფერს მალავდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ჟურნალისტების და ფოტოგრაფების დიდ ხნიანი თვალთვალის გამო, მას ისღა დარჩენოდა მედიის წინაშე ყველაფერი ეთქვა. ახლა კი ქეთა ქორწილისთვის ემზადება. მეგობრების თქმით, ის სავარაუდოდ ახლო წრეში გააკეთებს ქორწილს. შესაძლებელია, რომ ამ დღის დაჩქარება გამოწვეული იყოს ქეთას ორსულობით. ამ ფაქტს უფრო თვალსაჩინოს ხდის ისიც, რომ თოფურია ალკოჰოლს და ხალხმრავალ ადგილებს ერიდება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ რა მოხდება. 237 8-ს მოსწონს
|