x
image
vendeta357
ჩემი თვალით დანახული რუსეთის აგრესია
image





















2008 წლის აგვისტოში საქართველომ კიდევ ერთი ბრძოლა და სისხლისღვრა გადაიტანა. თავის ისტორიულ ომებს გადარჩენისთვის დაუმატა XXI საუკუნის თავგანწირული ბრძოლა. ისტორიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ რუსეთი ოდითგანვე ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას. რუსეთი ვერ შეეგუა საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიული ქვეყნის დამოუკიდებლობას. ვერ შეეგუა ჩვენს ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან, მათთან კონტაქტის დამყარებასა და მეგობრობას. ხვდებოდა იმას, რომ თუ რამეს არ მოიმოქმედებდა მთლიანად განთავისუფლდებოდა საქართველო მისგან. ამიტომ მათ დაიწყეს მზადება ახალი, სისხლიანი ომისთვის. ომი გარდაუვალი ხდებოდა, სიტუაცია დღითიდღე იძაბებოდა.

აგვისტოს 7-ში კი დაიწყო ქართველი ვაჟკაცების, ქართველი გმირების და რუსეთის აგრესიის შეტაკება. რუსები ანადგურებდნენ საქართველოს. ბორჯომში დიდ ფართობზე დაიწვა ტყე, ფოთში ფოთის პორტი დაიხვრიტა, ცხინვალში შენობები დაინგრა, მიწასთან გასწორდა ყველაფერი რასაც ისინი შეეხნენ. ცხინვალი იყო მთავარი საბრძოლო ტერიტორია, ყველაზე მეტი ადამიანი იქ დაიღუპა. იმ დაღუპულ ადამიანებში მხოლოდ ჯარისკაცები როდი ყოფილან, იქ იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც. ამ ომმა ბევრი სიცოცხლეს გამოასალმა, ბევრმა საცხოვრებელი ბინა დაკარგა, კარგად ცხოვრების მიუხედავად. მათ დევნილი ადამიანები ეწოდათ. რუსეთის აგრესიისა და დაუნდობლობის გამო ბევრ ქართველს გაუჩნდებოდა იმის სურვილი, რომ აეღო იარაღი და გასულიყო იმისთვის, რომ ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც მოეკლა. ის რუსი ჯარისკაცები იყვნენ ბრძანების შემსრულებლები, ისინი იყვნენ ღარიბი ფენის წარმომადგენლები. ზოგი მათგანისთვის ომში ჩაბმა იყო იძულებითი. “ როცა ხარ ჯარისკაცი, ის უნდა აკეთო, რასაც გიბრძანებენ". ამ ომზე ამბობდნენ კიდეც, რომ შეძრა მსოფლიო... მაგრამ ასე არაა. უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო, რომ არსებობს ქვეყანა კავკასიაში, რომელსაც "საქართველო" ჰქვია და ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხი, რომლებიც ვერ აიტანენ სხვა ქვეყნის ქვეშევრდომობაში ყოფნას, მითუმეტეს, თუ ეს ქვეყანა რუსეთია.

რამოდენიმე ხნის წინად გავიცანი ადამიანი, რომელი იყო დევნილი იმის შემდეგ, რაც რუსებმა გამოავლინეს აგრესია. ის იყო წამოსული ერთ-ერთი სოფლიდან, სადაც ყველაფერს იპარავდნენ რუსი ჯარისკაცები. შედიოდნენ სახლებში და მიჰქონდათ ყველაფერი გამოსადეგი და გამოუსადეგარი.


მისმა საუბარმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. მისი გამომეტყველება თითქოს შურისძიების სურვილით იყო განწყობილი. მის თვალწინ იხოცებოდა ქართველი ხალხი. ბევრი გაიტაცეს და ნაწამები დააბრუნეს. სწორედ ამ ადამიანის სახლის წინ იყო გზა, რომელზეც რუსი ჯარისკაცები მოძრაობდნენ ტანკებით. ყოველი გავლისას სახლები ზანზარებდა და სიკვდილის შიშს იწვევდა. მის სოფელში მყოფი ხალხი სულ წამოსულა. რუსეთის აგრესიის შედეგს ისიც გვიჩვენებს, როცა ვხედავთ ერთმანეთის მიყოლებით აშენებულ რამოდენიმე ასეულ სახლს, რომლებშიც ცხოვრობს დევნილი მოსახლეობა. რუსეთის აგრესიის შედეგად ბევრმა დედამ ცრემლი დაღვარა, ვაჟკაცმა-სისხლი. დიდი დაღი დაასვა მთლიანად საქართველოს...

0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:vendeta357
vendeta357
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0