სხვა ჩემი სამშობლოს ტკივილი მტკივა 2013, 9 ნოემბერი, 16:49 ჩემი სამშობლოს ტკივილი მტკივა,
მიწა გავჟღინთე ცხელი ცრემლებით,
დღეს საქართველოს ნატანჯ გულს სცივა,
რადგან სავსეა მტანჯველ მგვემლებით.
ცეცხლს აწვიმებენ სამაჩაბლოში, აფხაზეთს ხურავს შავი სუდარა, ვერ დავტეულვართ ერთ სამშობლოში გვიხსენ! სული ღმერთს შეემუდარა... ვერ გავიაზრეთ ანდა რა მოსთვლის სად რაოდენი ცეცხლით გვიგლია, ჩვენი პატარა საქართველოსთვის უნდა ვეცადოთ, კვლავ შეგვიძლია. ავწიოთ მაღლა! დროშა ხუთი ჯვრით, ვისალამუროთ და ვინაღაროთ, დავდგეთ ქვეყნისთვის მხარდამხარ-მიჯრით და თუ დაგვჭირდა სისხლიც დავღვაროთ. ხმლითა თუ კალმით ბრძოლა ქვეყნისთვის, ღმერთი გვაკურთხებს უდრეკ ივერებს, კვლავ სიყვარული იელვებს ჩვენთვის და გულს გაგვითბობს ამერ იმერებს. 132 3-ს მოსწონს
|