სალათები ბროწეულის სამაჯური-სალათა 2012, 22 მარტი, 21:53 ბროწეულის სამაჯური
2ც ჭარხალი
1ც ხახვი 2ც კართოფილი 2ც სტაფილო 200გრ. მოხარშული ან შებოლილი ქათმის ხორცი 2ც კვერცხი 1-2ც ბროწეული ნიგოზი, ნიორი, მაიონეზი. მარილი, პილპილი ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი და კვერცხი მოვხარშოთ. მოხარშული ბოსტნეული გახეხეთ ცალ-ცალკე. მაიონეზში აურიეთ დანაყული ნიორი, ქათმის ხორცი დაჭერით, ხახვი დაჭერით და მოშუშეთ, საინზე, რომელზეც უნდა დადოთ სალათა შუაში დადგით ჭიქა, ფენა ფენა მოაყარეთ ბოსტნეული ჭიქის გარშემო, რომ მივიღოთ სამაჯურის ფორმა.ფენებს გემოვნებით მოაყარეთ მარილი და პილპილი. 1 კარტოფილი+მაიონეზი 2 ნახევარი ჭარხალი+მაიონეზი 3 სტაფილო+მაიონეზი 4 ნიგოზი 5 ნახევარი ქათამი+მაიონეზი 6 ხახვი 7 კვერცხი+მაიონეზი 8 ქათამი 9 ჭარხალი ამოვიღოთ ჭიქა და წავუსვათ მაიონეზი, მოვაყაროთ ბროწეული. 2475 4-ს მოსწონს
|