სხვა აფხაზეთის დღეები 2013, 9 ნოემბერი, 9:37 ![]() ერთი რამ მინდა კიდევ მოგიყვეთ, წუხელ მე და ჩემი ბიძაშვილი მოვდიოდით საავადმყოფოდან.მისი მეუღლე არის ავად.დაახლოებით პირველის წუთები იქნებოდა და ქუჩაში არანაირი მოძრაობა არ იყო, თითქოს ყველას ძინავს.შეიძლება ქალაქის ცენტრში ასე არ არის, მაგას მერე გადავამოწმებ.ეს უბანი კი ცოტა მოშორებით არის.მოკლედ, რას ვამბობდი.მოვდიოდით და ჩავუარეთ ნაგვის ურნას, რომელზეც დაკიდული იყო ულამაზესი ჩანთა.ვის მოუვიდა თავში ასეთი ჩანთა ნაგავში გადაეგდო?ან ესე რატომ დაკიდა ზედ?გეგონება, ნახეთ რა ლამაზია, თქვენთვის დავტოვეო.ვუთხარი ბიძაშვილს იქნებ ავიღო მეთქი, ასეთი სისულელე ადრე არც მომსვლია თავში. კაი აიღეო და ერთი-ორი ნაბიჯი გადავდგი ურნისკენ და უცებ გამიელვა შიშმა.შევჩერდი და რაღაც მეშინია მეთქი.ბიძაშვილმაც არ დააყოვნა:ხო დადა, რა იცი იქნებ ვიღაცამ სპეციალურად დაკიდა მანდ, ღმერთმა იცის შიგნით რა დევს, თან ხვალ მილიციის დღეს აღნიშნავენ და აქ კიდევ ბევრჯერ გაუკეთებიათ მსგავსი საშინელებაო.მოკლედ, დავაკვირდი ამ ჩანთას და შიგნით ნამდვილად იდო რაღაც, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდიდა, ცარიელი ჩანთა ასე ლამაზად არ გამოიყურება.რა გახდა ახლა ეს ჩანთა, მაგრამ ხომ შეიძლება მართლა რაღაც ყოფილიყო შიგნით?ვის უნდა დაურეკო?რა უნდა გააკეთო?დავსვი ეს კითხვა, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა... კიდევ რა შემიძლია მოგიყვეთ, საღამოს მინდოდა სანაპიროზე გასვლა, ნოუთბუქიც გავამზადე და სახლიდან, რომ გავდიოდი ასე მითხრეს, შენ თავი თბილისში ხომ არ გგონიაო.პრინციპში საღამოს ნოუთბუქით ხელში არც თბილისის ზღვაზე მისეირნია და არც სხვაგან.მხოლოდ აქ გამიჩნდა ეს სურვილი.მინდოდა იქ დამეწერა.ამეღწერა ხალხი, მაგრამ ამას სხვა დროს გავაკეთებ.რაც შეეხება აფხაზებს, მიყვარს ეს ხალხი და რა ვქნა.კი ბევრი არ მომწონს, მაგრამ არის მათში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და კიდევ ერთ რამეს მივხვდი, თუ გინდა აქ იცხოვრო ძალიან ფრთხილი და ნეიტრალური უნდა იყო.ზედმეტი გამოსვლებისგან და გამოჩენისგან თავი უნდა შეიკავო...და თუ კი გადაწყვიტავთ და აქ შექმნით ოჯახს უნდა გახსოვდეთ, რომ მას შემდეგ თქვენ ორ ქვეყანას წარმოადგენთ.აქ ასეა და მნიშვნელობა არ აქვს თქვენ რა გასწავლეს და იცოდით აქამდე.თუ არ აღიარებ მიბრძანდიო გეტყვიან, თუ აქ ცხოვრობ აღიარე ჩვენი რესპუბლიკა.რას ერჩით აბა?სულელები არიან თუ რა? ლამაზია აფხაზეთი...მებრალება ყოველი დაკარგული წვეთი ბედნიერება, ყოველი დაკარგული სახლი და მიდამო....და მიხარია ყველა ადამიანის მოგონებები, თუ რა დიდი სიყვარულით საუბრობენ წარსულზე....ხელი შეახეო ჩვენს მიწას და მინდა გითხრათ ფეხი, დავადგი, ხელი შევახე, გული კი ლაბირინთებში დაიკარგა... 44 2-ს მოსწონს
|