x
image
ლიკა ხუბუა
დღეების გადაფურცვლა,რომ შეიძლებოდეს პირველ გვერდს ავირჩევდი
...


იშვიათია ადამიანი, რომელიც თავის

თავში იპოვის ძალას დამოუკიდებლად შეიცნოს სამყარო.

მისი არსი თუნდაც მცირე


დეტალებით.საკმარისი არ არის

გაახილო თვალი, რომ დაინახო ის,

რაც ერთმანეთზე მიბმული,

დეტალური სილამაზეებით არის

სავსე.

საკმარისი არ არის გადაშალო

წიგნი თუ მხოლოდ სხვის აზრებს

წაიკითხავ და შენსას ვერ იპოვი.იქ,

სადაც ათასი ლამაზი თუ

უსწორმასსწორო იდეებია

დახასიათებული, თუ შენი თუნდაც

''პატარა''თავმდაბალი იდეა არ

იბადება უნდა დახურო წიგნი...

მხოლოდ დროებით...არ არსებობს

ადამიანი, რომელსაც არ აქვს

შეგრძნებები, ინდივიდუალური

და უნიკალური....ამიტომ, ოდესმე მაინც იპოვი იმას, რაც შეავსებს შენში არსებულ სიცარიელეს.

ოდესმე შენი თვალები დააკვირდება იმ დეტალებს, რომლებზეც უსასრულოდ არასდროს გიფიქრია.უბრალოდ მიაბიჯებდი შენთვის ჩუმად...თანდათან ცხადი გახდება თითოეული წერტილი, თითოეული მძიმე..

სამყარო იმდენად დიდია, იმდენად ღრმა, ძნელია მისი ფესვების დანახვა...თითოეული წერტილი სამყაროში თავისი დანიშნულებით საინტერესოა.მხოლოდ შენ უნდა ილტვოდე მუდმივად იმ წერტილებისკენ...

შენ ხარ სამყაროს ნაწილი.პატარა ნაწილი, რომელსაც რაღაც გჭირდება, რომ იმოძრაო...

ყველა ადამიანს აქვს უნარი სამყარო აღიქვას და დატკბეს მისით, უბრალოდ ყველა თავისი არსებით ინდივიდია.ამიტომ, შექმენი შენი თავი...

დღეების გადაფურცვლა, რომ შეიძლებოდეს, პირველ გვერდს ავირჩევდი, რომ დეტალები, რომლებიც გამომრჩა აღმედგინა.ცხოვრება ხომ წიგნს ჰგავს...დაწერე შენი წიგნი..ახლა შენი დროა...დრო, რომელიც არავის ემორჩილება...





































































0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ხუბუა
ლიკა ხუბუა
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0