საცავი განლაგებულია დედამიწაზე ერთ ერთ ყველაზე მივიწყებულ ადგილას, კუნძულ სვალბარდზე (ეს არის კლდე შპიცბერგენის შორიახლოს, რომელიც ამოშვერილია ბარენცის ზღვაში, არქტიკის ოკეანის ნაწილში, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსიდან 1100 კილომეტრში მდებარეობს). საცავი აღჭურვილია ორმაგი კარებით, აფეთქების საწინააღმდეგო დაცვით, მოძრაობის სენსორებით, ორი ჰერმეტული ტამბურით და 1 მეტრის სისქის რკინაბეტონის კედლებით.
საცავის კედლებს შეუძლიათ გაუძლონ ბირთვული ქობინის დარყტმას. შიგნით დაცულია მუდმივი ტემპერატურა მინუს 18 გრადუსამდე ცელსიუსით. საცავში ოთხ ნახევარ მილიონამდე მცენარის თესლია დაცული.