სხვა ლექსი 2013, 7 ნოემბერი, 20:04 ზამთრის სუსხიანი დღე იყო, თითქოს ბინდდებოდა, ფოთოლგაცვენილ ხეებს შორის ერთი ნაძვი იდგა... ამწვანებული, თეთრ ნაბადში გახვეული თითქოს ტიროდა, გარშემო მარტო არ იყო, მაგრამ სციოდა... გვერძე გავიხედე და მას შევეჯახე, თოვლმა დამფარა... თითქოს არ მციოდა, უბრალოდ სული გამეყინა, ჩემს თავს მივამსგავსე და თვალზე ცრემლი წამსკდა, მაგრამ მარტო ვიყავი გარშემო, უკვე ჭაღარა... წლები ისე გაქრა, დრო წამში შეჩერდა... აღარ ვიყავი მე კვლავ პატარა, წარსულთან მოგონებები მიმაბრუნებდა, უცებ ილუზიებში სიჩუმემ მიისამარა... ისევ გავიხედე, ის ნაძვი ჩემსავით ჭაღარა იდგა მდუმარედ და შემცქეროდა... ბოლოს გადავხედე თვალები დამეხუჭა, თოვლი წამოვიდა და ისიც დაფარა... 26 5-ს მოსწონს
|