x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
თუ როგორ გავგრილდეთ 40 გრადუსი ტემპერატურის დროს.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ცოტა შეუფერებელი სტატია შევარჩიე, რადგან უკვე ბევრი თქვენგანი სითბოს ძიებაშია, მაგრამ მაინც დავიტოვებ პატივს, რომ გამცნოთ თუ როგორ გავგრილდეთ 40 გრადუს ტემპერატურის დროს, თუ შემთხვევით ქალაქ დუბაიში მოხვდებით. ყველას კარგათ მოგეხსენებათ ქალაქ დუბაის უდაბნოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 40 გრადუს-ცელსიუსია, აქედან გამომდინარე უკანასკნელს რასაც იქ ყოფნის დროს ყოველი თქვენგანი ინატრებდა--გაგრილებაა. ეს კი შესაძლებელია სავსებით თქვენი ჯიბის სისქიდან გამომდინარე, ანუ თუ გაგაჩნიათ გარკვეული თანხა პირადი ბედნიერებისთვია, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "Ice Chillout"-ში.

მოგახსენებთ დუბაი ფართო ტურიზმიანი ქალაქია, გარდა ამისა ფართოა ვაჭრობის ინდუსტრიაც, ამიტომ იქ ჩასული ხალხისთვის, ამ ცხელ ქალაქში შექმნეს სამოთხე -- სასტუმრო არაჩვეულებრივი ხელოვნური არქიპელაგებით და მასში მდებარე ყინულის კაფეთი, სადაც ტემპერატურა 6 გრადუსია და ოთახის გარშემო ყველა ავეჯი ყინულისაა: მაგიდები, სკამები, ჭაღებიც კი. განათებები კი ხდება სპეციალური, გამორჩეული სანათებით, რომლებიც არ გამოყოფს სითბოს, რადგან ამან არ გამოიწვიოს ყინულის ლღობა. სავარძლებს კი, რომლებიც ასევე ყინულისაა, გადაკრული აქვს აკრილის ბალიშები, რომლებიც ახშობს სიცივეს.

image
image

image



კაფის სტუმრებისათვის მომსახურე პერსონალს აქვს სპეციალური თერმული სარჩლები და ფეხსაცმელი. აქვთ ასევე სასმელის ფართო არჩევანი და თქვენდა გასაოცად მასაც ყინულის ბოკლებით მოგართმევენ.



image
image

image

image


ასე, რომ თუ მოხვდებით როდისმე დუბაიში და მოგინდებათ ცხელ კლიმატს თავი დააღწიოთ, მიაშურეთ კაფე "Ice Chillout"-ს, სადაც სტუმრობა სულ რაღაც 16 $ დაგიჯდებათ.




3
67
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
67
  
2013, 7 ნოემბერი, 19:47
მაგარია
2013, 7 ნოემბერი, 19:22
ნამდვილად :))
2013, 7 ნოემბერი, 19:21
აქაც ახლა ისე აგვიცივდება და თან უფასოდ:)))))))))
ეგ კაფე მონაგონი იქნება:)
0 1 3