x
image
ნინო ნინო
,,შეუცნობელი,,

ერთხელ შემთხვევით ხელში ჩამივარდა ფრანგულენოვანი ჩეხი ავტორის ნაწარმოები. წიგნი სასიამოვნოდ იკითხებოდა და სწრაფად ჩავიკითხე, თუმცა ახლა უფრო ხშირად მახსენდება და მეტს ვფიქრობ მასზე, ვიდრე მაშინ, როცა ხელში მეკავა.

წიგნის ავტორი, მილან კუნდერა, ემიგრანტი მწერალია, რომელიც გასული საუკუნის მიწურულს მის ქვეყანასა და მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ მოვლენებს გაექცა და დასავლეთს შეაფარა თავი. იგი ნაწარმოებში ქსევე ემიგრანტი გუსტავის განცდებისთვის სახელის დარქმევას ცდილობს, რომელიც თან სდევს და ვერ ხვდება რა უწოდოს. თითქოს არც დიდი პატრიოტია, მაგარამ უცხო მიწაზე მყარად ვერ დგას. მის გარშემო შემოკრებილი ადამიანები უცხოდ ეჩვენება, მასში თითქოს მეორე “მეა“, რომელიც სხვაგან მიიწევს და სწორედ ეს შინაგანი, შეუცნობელი ხმა არ ასვენებს ერთსა და იმავე ადგილას. კითხვის ნიშნებით სავსე, ბუნდოვან, აფორიაქებულ და მხოლოდ ერთი შეხვედით მშვიდ სულიერ მდგომარეობას გადაჭრით ვერც ნოსტალგიას არქმევს და ვერც უსახელოდ ხვდება რა უნდა ან სად წავიდეს. არც კომუნისტური ორიენტაციის, საბჭოთა სატელიტ ჩეხეთში დაბრუნებას არ ისურვებდა და ვერც ახალ “სამშობლოს“ ეთვისება.

არ ვიცი რას განიცდიან ან ფიქრობენ სხვები, მაგრამ საქართველოზე რთული საცხოვრებლად ცოტა ქვეყანა წარმომიდგენია ყველა შესაძლო განზომილებაში. უკვე მერამდენე დღე მიღამდება ყველასგან და ყველაფრისგან მოშორებულს, და ეს “შეუცნობელი“ ვერც მე მოვიცილე თავიდან. ალბათ ყველა სიშორეს თავისი ღრმა საზრისი აქვს, ისევე, როგორც არც ერთი განსაცდელი არ მოდის ამაოდ. ალბათ ეს იმისტვის, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ შეიძლება არსებობდეს ცუდი ან კარგი ხელისუფლება, მაგრამ ცუდი სამშობლო არ არსებობს, ისევე როგორც ცუდი დედა. ადვილი არაა თვალი მოუხუჭო იმას, რაც გაკლია და ახლა ვხვდები საიდან მოდის ჩვენი საყვარელი ფილმი “ფესვები“. არც მშობლიურ ენაზე თბილი ენა არ არსებულა, მას აღქმა არ ჭირდება განსხვავებით ყველა იმ უცხო ენისგან, რომელსაც მონდომებით ვსწავლობთ და მთელ ცხოვრებას ვახარჯავთ, თუმცა კონოტაციის თვალსაზრისით დიდწილად ბოლმდე უცხო რჩება.

იდენტობის ძლიერი გრძნობა და სითბო, რომელიც “უცხოობაში“ უმალ გაკლდება- ალბათ ეს არის “შეუცნობელი“.

1
40
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
40
  
2013, 7 ნოემბერი, 20:50
სამშობლოს სიყვარული ძალიან ძლიერი გრძნობაა
0 1 1