x
image
რუსუდან ბერიძე
ზღაპრულად გემრიელი ,,ჩებურეკები"
image

ამ “ჩებურეკების"რეცეპტი ჩემთვის მონაპოვარია, რასაც დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ.რატომ მომწონს?პირველ რიგში–ცომი შეგვიძლია მოვურიოთ ჩვეულებრივი ჩანგლით, ხელის დახმარების გარეშე.მეორეც– ჭურჭელი სუფთა რჩება, მესამეც–ჩებურეკი გამოდის ზღაპრულად გემრიელი, ხრაშუნა და შიგთავსი საკმაოდ წვნიანი.

ყველაზე გემრიელი ჩებურეკების მოსამზადებლად დაგვჭირდება:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


-პ/ფქვილი–3 ჭ.

-ცივი წყალი–1 ჭ.

-მარგარინი–125გრ.

-ფარში(შერეული)–450გრ.

-ხახვი–1-2თავი

-ხმელი სუნელი–1ჩ.კ.

-შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით

-გამხმარი კამა– 1/2ჩ.კ

-ზეთი(შესაწვავად)

-გაყინული წყალი(ფარშისთვის)–100-150გრ.

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

--------------------

ღრმა თასზე დავყაროთ საჭირო რაოდენობის ფქვილი.დავამატოთ 1/2 ჩ.კ.მარილი და 1 ჭ.ცივი წყალი.მოვურიოთ სწრაფად ჩანგლით ვიდრე არ გაერთიანდება ცომი.

მარგარინი გავადნოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე.ასევე მდუღარე ჩავასხათ ცომში და სწრაფად ვურიოთ ჩანგლით, ვიდრე მთელ ცხიმს არ შეიზელს ცომი.მივიღებთ ძალიან ნაზ და ფაფუკ ცომს.დავაფაროთ ცომს პოლიეთილენის პარკი და შევინახოთ მაცივარში 1-2 სთ.

შემდეგ გამოვიტანოთ და რულეტის ფორმა მივცეთ ცომს.რომელსაც გავყოთ 16-18 პატარა ნაჭრად და დავამრგვალოთ სათითაოდ.

გავამზადოთ მისი შიგთავსი.ფარშს დავამატოთ გატარებული ან გახეხილი ხახვი, სუნელები, მარილი და წიწაკა გემოვნებით და გაყინული წყალი, იმდენი რამდენსაც მოითხოვს ფარში.სქელი არ უნდა გამოვიდეს, რომ წვნიანი დარჩეს გამოცხობის შემდეგ.

ხის დაფაზე მოვაყაროთ ცოტა ფქვილი.თითოეული ბურთულა გავაბრტყელოთ საკმაოთ თხლად, დავადოთ გულში 1ს.კოვზი გამზადებული ფარში, გადავკეცოთ, მივცეთ ჩებურეკის ფორმა.კიდეები მოვუკრათ ჩანგლის დახმარებით.

ავიღოთ ცოტა ღრმა ქვაბი ან ტაფა.ჩავასხათ საკმაო რაოდენობის ზეთი რომ კარგად დაიფაროს ჩებურეკები.ავადუღოთ ზეთი და სათითაოდ შევწვათ საშუალო ცეცხლზე, 2-4 წუთის განმავლობაში, ორივე მხარეს.სუფრასთან მივიტანოთ ცხელი.დარწუნებული ვარ თქვენი ახლობელი ადამიანები მოგიწონებენ თქვენს “ნახელავს''.

გემრიელად მიირთვით!

5
825
8-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
825
  
2013, 7 ნოემბერი, 21:54
აუცილებლად:):):):)
2013, 7 ნოემბერი, 21:28
რო გააკეთებთ ინტერმედიელების დაპატიჟება არ დაგავიწყდეთ :D
2013, 7 ნოემბერი, 17:39
ჰო ძალიან მარტივია და ისე გემრიელად აღწერეთ ეს რო არ გავსინჯო ჯავრად გამყვება :)
2013, 7 ნოემბერი, 17:38
ძალიან გემრიელია და არც ძნელი გასაკეთებელი
2013, 7 ნოემბერი, 17:34
უნდა გავაკეთო აუცილებლად :)
0 1 5