x
image
რუსუდან ბერიძე
ხაჭოს ბლითები.მოსამზადებლად ადვილი და ბავშვების საყვარელი ნუგბარი.
image

ინგრედიენტები:

––––––––––––

-1კვერცხი


-50გრ.შაქარი (5ჩ.კ)

-ცხიმიანი ხაჭო–250გრ.

-პ/ფქვილი–150გრ (5ს.კ)

-1ჩ.კ–გამაფხვიერებელი.

–შაქრის პუდრა მოსაყრელად

-მზესუმზირის ზეთი–1/2ლ.

–დარიჩინი გემოვნებით

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

–––––––––––––––

ხაჭო გავატაროთ ლითონის-ბადიან საცერში, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ.თასზე ავურიოთ ერთმანეთში ფქვილი, ცოტა მარილი და გამაფხვიერებელი.ცალკე თასზე კი ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან და ცოტა დარიჩინთან ერთად.(თუ არ მოგვწონს დარიჩინის გემო, შეგვიძლია შევცვალოთ ვანილით).დავამატოთ ფქვილიანი მასა და მოვზილოთ რბილი ცომი.მიღებული ცომი გადავიტანოთ ფქვილიან დაფაზე.მივცეთ რულეტის ფორმა, დავჭრატ პატარ-პატარა ნაწილებათ და დავამრგვალოთ კაკლისოდენა ბურთულებად.

ჩავასხათ ზეთი ღრმა ქვაბში, გავაცხელოთ160-180 გრადუს ტემპერატურაზე

და ჩავყაროთ ცოტ-ცოტა ცომის ბურთულები.როცა ზემოთ ამოცურდება და შეწითლდება,

უკვე მზადაა.ამოვიღოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან განთავისუფლდეს.მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მივართვად ჩვენს პატარებს.თუმცა არც მოზრდილები ამბობენ უარს ასეთ გემრიელ ბლითებზე.

გემრიელად მიირთვით!

0
1118
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
1118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0