სალათები ფარშირებული კვერცხი :" ვენეციური სათამაშო"-ლამაზი და გემრიელი საუზმე 2013, 6 ნოემბერი, 8:59 ინგრედიენტები: კვერცხი(მოხარშული)-6 ცალი კრაბის ჩხირები-125 გრამი ჰოლანდიური ყველი-60 გრამი კამა-1 კონა მომზადება: მაგრად მოხარშულ კვერცხებს მოვაჭრათ თავი და კოვზით ფრთხილად ამოვიღოთ გული. გავაკეთოთ გულსართი:ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, კრაბის ჩხირები დავჭრათ წვრილად, კამაც დავჭრათ წვრილად, ეს ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში. ამ შიგთავსით გამოვტენოთ კვერცხები, გადავაბრუნოთ და ფრთხილად, ისე რომ გულსართი არ გამოცვივდეს, დავდოთ სასალათეზე. თავზე დავახუროთ თავისივე მოჭრილი თავი და მოვრთოთ სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით! 160 9-ს მოსწონს
|