x
image
ლეელ
რა არის ადამიანი, ადამიანის დეფინიცია, განსაზღვრებები
მარქს შელერის აზრით ადამიანი მიკროკოსმოსია. ძვ.წ.-ის მე-5 საუკუნეში პითაგორამ არარსებულთა არის ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანში კონცენტრირებულია ყოფიერება ყველა შრე, ყველა ფენა, ყველა განზომილება. ადამიანი ცენტრია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სამყაროსა და ღმერთს.

არსებობს ადამიანის განსაზღვრების სამი განსხვავებული იდეა:

1.ბილაბიური იდეა, რომლის მიხედვითაც ადამიანი არის ხატი და მსგავსი ღვთისა, მაშასადამე ის არ არის თავის თავის დედანი, ის არის ასლი ღვთისა, მისი დანიშნულებაა უზენაესი არსების მიბაძვა. ამ თვალსაზრისს შეიძლება ეწოდოს "ანთროპოლოგია ზემოდან".

2.ადამიანის ფილოსოფიური იდეა. ამ იდეის მიხედვით ადამიანი არის "გონებით დაჯილდოვებული ცოცხალი არსება". ადამიანი განსხვავდება ცხოველისაგან გონებით, თვით სამყარო მოწყობილია კოსმიური გონების, ლოგოსის პრინციპით. ეს განაპირობებს ადამიანის განსაკუთრებულ ადგილს სამყაროში.


3.მესამე იდეა ესაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ტრადიციაში შემუშავებული, რომლის მიხედვითაც ადამიანი წარმოიშობა ბუნების ევოლუციის გარკვეულ საფეხურზე და არის განვითარებული ცხოველი.თუმცა ადამიანი არის ცხოველის განსაკუთრებული სახეობა. იგი არის "პომო ფაბერი". ამ გზას ეწოდება "ანთროპოლოგია ქვევიდან", მას ადამიანი დაჰყავს მასზე დაბლა მდგომ არსებაზე და მერე ცდილობს მისი ბუნების შეცნობას.

შილერი ამბობდა, რომ ადამიანსა და ცხოველს ერთმანეთისაგან განსხვავებს ისეთი ცნება როგორიცაა-პიროვნება ანუ პერსონა, პიროვნება კი მარადიულობის ელემენტია ადამიანში.

კანტია ამბობდა:პერსონა იურიდიული და ეთიკური მნიშვნელობით არის უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტი, საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის უნარის მქონე თავისუფალი არსება, რომელიც თავის თავს უქვემდებარებს მორალურ კანონებს, რომელიც საბოლოო მიზანია ბუნებისა და სამყაროში.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი არის არსება, რომელსაც გააჩნია საკუთარი აზრები, მსოფლმხედველობა და ცხოვრების გარკვეული პრინციპი-მორალზე დაყრდნობით.

0
882
11-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
882
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0