მოგზაურობა წაბლის ფესტივალი საფრანგეთში 2013, 4 ნოემბერი, 14:23 საფრანგეთი... ბევრისთვის მხოლოდ მოდასთან და ხელოვნებასთან ასოცირებული ეს ქვეყანა ასევე ცნობილია მრავალფეროვანი "გემრიელი" ფესტივალებით. ახალი გემოს დეგუსტაციის მსურველები ამ საოცარ ქვეყენას აუცილებლად უნდა ეწვიონ ოქტომბრის თვეში, "გემოს კვირეულზე", რომელიც სრულდება გრანდიოზული "წაბლის ფესტივალით". ეს უკანასკნელი უკვე ეროვნულ ზეიმადაც კი იქცა.
ეს ფესტივალი მთელი საფრანგეთის მასშტაბით ტარდება და მასში მონაწილეობის მთავარი პირობაა ის, რომ კერძების შემადგენლობაში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს წაბლი. სხვადასხვა რესტორნები დამთვალიერებლებს სთავაზობენ წაბლისგან მომზადებულ სუპებს, ტორტებს, მუსებს, ლიქიორებს და ა.შ. ქუჩებში კი იყიდება უგემრიელესი შემწვარი წაბლი. ფესტივალი ფარგლებში ეწყობა სხვადასხვაგვარი სახალისო შეჯიბრებებიდა თეატრალური წარმოდგენები, რომელთა მთავარი თემა ისევ და ისევ წაბლი და საფრანგეთში მისი გამოჩენის ისტორიაა. 92 7-ს მოსწონს
|