ქალი და მამაკაცი როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული... 2013, 3 ნოემბერი, 20:07 ![]() კანადელი სოციოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შეყვარებული ადამიანების ერთად ცხოვრება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბედნიერებას. დროთა განმავლობაში ინტერესი ქრება, მიზიდულობის ძალა სუსტდება და ისადგურებს მოწყენილობა. დისტანცია წყვილს შორის დასაშვები კი არა, საჭიროც არის, ვინაიდან ყველაზე შეყვარებულ ადამიანსაც კი აქვს უფლება ჰქონდეს პირადი ხელშეუხებელი სივრცე თუ საიდუმლო, მაგრამ სწორედ განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ღირებულებები. გამოიჩინე დელიკატურობა და არ გამოხატო მწველი ინტერესი პარტნიორის სიჩუმის მიმართ, თუ საჭიროდ მიიჩნევს, თავად ალაპარაკდება. შეიძლება თავიდან მხიარული და გახსნილი მამაკაცი (ქალი) შემდგომში გულჩათხრობილ და უცნაურ "ტიპად" წარმოჩინდეს, მაგრამ თუ თქვენი გრძნობა ნამდვილია, ეს მეტამორფოზა პრობლემად არ გადაგექცევათ. ერთი სიტყვით, როგორმე თავად უნდა მოძებნოთ ოქროს შუალედი: როდის დისტანციაა საჭირო, როდის - ახლოს მისვლა. ზოგჯერ გულს დაუჯერეთ, ზოგჯერ კი გონებას მიჰყევით. ![]() როცა ვნება ცხრება და ნელდება, ბევრ წყვილს პრობლემა უჩნდება ურთიერთობაში. თუმცა შესაძლებელია "სიყვარული შეინახო დ არ მისცე ჩაქრობის საშუალება". წყვილების უმრავლესობას კრიზისი უდგება, როდესაც ჩნდება ეჭვი და უნდობლობა... ამ დროს ადამიანები შფოთავენ და თითქოს რაღაცას ეძებენ, ძიების პროცესი კი კიდევ უარესია. ვინაიდან მას არც სიმშვიდე მოაქვს და არც სტაბილურობა. წყვილს შორის ერთ-ერთს მაინც თუ არ აღმოაჩნდა მოთმინების უნარი, კრახი პრაქტიკულად გარდაუვალია. პირველი და მთავარი პრინციპი ურთიერთობის შენარჩუნებისათვის, არ სცადო პარტნიორის გადაკეთება. ასეთი მცდელობაც ყოველთვის მარცხით მთავრდება. გამაღიზიანებელი წვრილმანები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ უნდა შეეცადოთ მათ ყურადღება არ მიაქციოთ. თუ კაცმა (ქალმა) თავი დასჯილად იგრძნო, რომელსაც ყურს ნებისმიერ შეცდომისთვის უწევენ, მაშინ "მასწავლებელში" საყვარელ ქალს (კაცს) ვეღარ დაინახავს. ამიტომ ხშირად ხმამაღლა ჩამოთვალეთ ის შესანიშნავი თვისებები, რამაც სრულიად უცხო ადამიანი ასე შეგაყვარათ. ![]() ![]() მე კი ისღა დამრჩენია, წარმატებები და ბედნიერება გისურვოთ. 441 21-ს მოსწონს |
სიყვარული სულგრძელი და კეთილია.სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს.სიყვარული არასოდეს მთავრდება.