x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული...

imageამ ბოლო დროს ჩემს გარშემო ახლობლებისგან და მეგობრებისგან მხოლოდ ჩივილები მესმის აღნიშნული ცოლ-ქმრული ურთიერთობებისა თუ შეყვარებულობის ფონზე, ამიტომ გადავწყვიტე სტატია დამეწერა სწორედ ამ განხრით და თემით "როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული". მხოლოდ გიყვარდეს საკმარისი არ არის, რადგან სიყვარულსაც უნდა კვება რომ არ მოკვდეს და აქვე, მხოლოდ სიყვარულით ოჯახს ვერ შეინახავთ. პირადი ურთიერთობები იმდენად დიდი, ინტიმური და ინდივიდუალური თემაა, ალბათ მცირეოდენი რჩევები არ გვაწყენს სიყვარულის შენარჩუნებისთვის და ვინ იცის, იქნებ მიზეზი თქვენი პრობლემისაც ამოიცნოთ.


კანადელი სოციოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შეყვარებული ადამიანების ერთად ცხოვრება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბედნიერებას. დროთა განმავლობაში ინტერესი ქრება, მიზიდულობის ძალა სუსტდება და ისადგურებს მოწყენილობა. დისტანცია წყვილს შორის დასაშვები კი არა, საჭიროც არის, ვინაიდან ყველაზე შეყვარებულ ადამიანსაც კი აქვს უფლება ჰქონდეს პირადი ხელშეუხებელი სივრცე თუ საიდუმლო, მაგრამ სწორედ განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ღირებულებები. გამოიჩინე დელიკატურობა და არ გამოხატო მწველი ინტერესი პარტნიორის სიჩუმის მიმართ, თუ საჭიროდ მიიჩნევს, თავად ალაპარაკდება. შეიძლება თავიდან მხიარული და გახსნილი მამაკაცი (ქალი) შემდგომში გულჩათხრობილ და უცნაურ "ტიპად" წარმოჩინდეს, მაგრამ თუ თქვენი გრძნობა ნამდვილია, ეს მეტამორფოზა პრობლემად არ გადაგექცევათ. ერთი სიტყვით, როგორმე თავად უნდა მოძებნოთ ოქროს შუალედი: როდის დისტანციაა საჭირო, როდის - ახლოს მისვლა. ზოგჯერ გულს დაუჯერეთ, ზოგჯერ კი გონებას მიჰყევით.


image
როცა ვნება ცხრება და ნელდება, ბევრ წყვილს პრობლემა უჩნდება ურთიერთობაში. თუმცა შესაძლებელია "სიყვარული შეინახო დ არ მისცე ჩაქრობის საშუალება". წყვილების უმრავლესობას კრიზისი უდგება, როდესაც ჩნდება ეჭვი და უნდობლობა... ამ დროს ადამიანები შფოთავენ და თითქოს რაღაცას ეძებენ, ძიების პროცესი კი კიდევ უარესია. ვინაიდან მას არც სიმშვიდე მოაქვს და არც სტაბილურობა. წყვილს შორის ერთ-ერთს მაინც თუ არ აღმოაჩნდა მოთმინების უნარი, კრახი პრაქტიკულად გარდაუვალია.

პირველი და მთავარი პრინციპი ურთიერთობის შენარჩუნებისათვის, არ სცადო პარტნიორის გადაკეთება. ასეთი მცდელობაც ყოველთვის მარცხით მთავრდება. გამაღიზიანებელი წვრილმანები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ უნდა შეეცადოთ მათ ყურადღება არ მიაქციოთ. თუ კაცმა (ქალმა) თავი დასჯილად იგრძნო, რომელსაც ყურს ნებისმიერ შეცდომისთვის უწევენ, მაშინ "მასწავლებელში" საყვარელ ქალს (კაცს) ვეღარ დაინახავს. ამიტომ ხშირად ხმამაღლა ჩამოთვალეთ ის შესანიშნავი თვისებები, რამაც სრულიად უცხო ადამიანი ასე შეგაყვარათ.



imageქალებს მოსწონთ და ოჯახისგან უნდათ დაცულობის განცდა და რწმენა იმისა, რომ არის სწორედ იმ ადამიანის გვერდით, რომელიც არის საიმედო და მუდამ იზრუნებს მასზე, დააფასებს მის ამაგს და ყურადღებას და ეტყვის "გმადლობ". გმადლობ მართლაც, რომ ჯადოსნური სიტყვაა, ვინაიდან მეუღლეები, რომლებიც ხშირად მადლიერებას გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ, უფრო ახლოს არიან და მეტია მათ შორის მიზიდულობის ძალა. აუცილებელია ხშირად გაიხსენოთ, როგორ შეგიქანდებოდათ ხოლმე გული მისი დანახვისას, მოლოდინის დროს, რას განიცდიდით მასთან უბრალო შეხებისას. ახლაც ნუ ეტყვით უარს საკუთარ თავს ამგვარ სიამოვნებაზე... შეეხეთ, ჩაეხუტეთ ხშირად, ჰკითხეთ როგორ გაატარა დღე, ხომ არაფერი უჭირდა, ხომ არ უნდა გასეირნება თქვენთან ერთად... ერთი სიტყვით, მთავარია პარტნიორებმა ერთმანეთისგან ზრუნვის სურვილი დაინახონ და კიდევ ღიმილიც აუცილებელი ატრიბუტია.



imageყველაზე საიმედო საშუალება პრობლემების დასაძლევად და ძალების აღსადგენად ისევ და ისევ თქვენს შინაგან ძალებში უნდა ეძებოთ. წარმატებულ ადამიანებსაც კი პერიოდულად უჩნდებათ განცდა, რომ მათი შინაგანი რესურსები ამოიწურა, რომ ამ გზის გასაგრძელებლად ძალები აღარ ეყოფათ. სიხარულის დაბრუნება და ცხოვრების სიამოვნებით გაგრძელებაც კვლავ შესაძლებელია და ვერავინ გიშველით, თუ არა საკუთარი თავი. ყველაფერს თუ კარგათ გააცნობიერებთ, "წამალსაც" აღმოაჩენთ. მთავარია ზუსტად მიხვდეთ რა გჭირდებათ.


მე კი ისღა დამრჩენია, წარმატებები და ბედნიერება გისურვოთ.

5
440
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
440
  
2013, 4 ნოემბერი, 19:54
ძალიან დიდი მადლობა
2013, 4 ნოემბერი, 18:56
წარმატებები საყვარელო :*
2013, 4 ნოემბერი, 18:56
ნამდვილად!
2013, 4 ნოემბერი, 9:53
როცა სიყვარული მეწვევა ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ :* :*
2013, 3 ნოემბერი, 20:14
და ბოლოს
სიყვარული სულგრძელი და კეთილია.სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს.სიყვარული არასოდეს მთავრდება.
0 1 5