x
image
ტორნადო07
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გეიზერები
მინდა გაგაცნოთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გეიზერების ველები. მაშ ასე დავიყწოთ.image


ბეპი, იაპონია


კუნძულ კიუსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი ბეპი, რომელიც ცნობილია თავისი ცხელი შადრევნებით. აქ თავმოყრილია 2800 წყარო, ფუმროლა და მიკროგეიზერი. მნახველთა განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. "ჯოჯოხეთის 9 წრე" იპყრობს, ეს არის 9 ერთმანეთისაგან განსხვავებული ნაკადი. მაგალითად "მოპარსული თავი" (Oniishibozu Jigoku) მდუღარე ნაცრისფერ გუბეს ჰგავს.image


თუმცა აქ ყველაზე ცნობილი მაინც "სისხლიანი ტბაა" (Chinoike Jigoku), რომელშიც სისხლისფერი წყალი დუღს.image


ელ ტიტიო, ჩილე

დედამიწაზე არსებობს 5 დიდი გეოთერმალური რაიონი, ოთხი მათგანი მდებარეობს ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, აშშ-ში და კამჩატკაზე (რუსეთი), მეხუთე კი ანდების მთებშია მიმალული, 4320 მეტრის სიმაღლეზე ჩილესა და ბოლივიის საზღვარზე. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე გეიზერების ველი ელ ტიტიო (El Tatio).image

დაახლოებით 80 გეიზერი დედამიწის წიაღიდან მდუღარე წყალს აფრქვევს, ნაკადის სიმაღლე 75 სანტიმეტრიდან 6-7 მეტრამდე აღწევს. image
გეიზერების მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდად დილა ითვლება.იმ დროს როდესაც ჰაერის ტემპერატურა 0-ს აღწევს ყოველ გეიზერს გარს ორთქლია ნიმბი ეკვრება. გარდა ამისა ამოფრქვევა გათენებასთან ერთად იწყება და დილის 9 საათისთვის წყდება.image


ჰაუკადალური, ისლანდია

სიტყვა გეიზერი ისლანდიური სიტყვა «geysa»-გან წარმოსდგება. მსოფლიოში პირველი დოკუმენტურად დადასტურებული გეიზერი, გეისირი(Geysir) 1294 წელს აღმოაჩინეს. image
სწორედ მან დაუდო სათავე მსოფლიოში ყველა გეიზერის სახელწოდებას. გეიზერი მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჰაუკადურის ველზე, რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს "მდუღარე წყაროების ბაღს". image
სამწუხაროდ ლეგენდარულმა გეისირმა შეწყვიტა აქტივობა 2000 წლის მიწისძვრის შემდეგ, თუმცა ის შეცვალა სტროკურმა (Strokkur). ის ყოველ 10-15 წუთში ამოიფრქვევა და ცხელი წყლის ნაკადი 20 მეტრს აღწევს. ასე იწყება გეიზერ სტროკურის ამოფრქვევა.

ამ ფოტოზე შეიძლება დეტალურად ნახოთ ამოფრქვევის ყველა ფაზა.image


ყველაზე დიდი და ძლიერი გეიზერი ახალ ზელანდიაში ფუნქციონირებდა. მისი სიმაღლე ზოფჯერ 400-450 მეტრს აღწევდა. უიმანგუ აქტიური მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იყო, მოყოლებული 1900 წლიდან.image


იელოუსტონი, აშშ.

იელოუსტონის ნაციონალურ პარკში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოქმედი გეიზე, წლის სვეტი 91 მეტრს აღწევს. ამოფრქვევა 3 წუთიდან 40 წუთამდე გრძელდება. გეიზერი ქაოტურად ამოიფრქვევა ხოლმე, შეიძლება მან 4 დღეში ერთ-ჯერ გაიღვიძოს, ან 50 წლის განმავლობაში არ ამოიფრქვეს, როგორც ეს 1911 წელს იყო. 2013 წელს ბოლო რვა წლის განმავლობაში გეიზერმა პირველად გამოავლინა თავისი აქტიურობა.image

პარკის მეორე ცნობილი გეიზერი Old Faithful გაცილებიტ ხშირად ამოიფრქვევა და თავისი პუნქტუალობით გამოირჩევა. პრაქტიკულად ყოველ 90 წუთში ის ცხელი წყლის ნაკადებს 40 მეტრზე ისვრის.image

სხვათა შორის იელოუსტონის ნაციონალურ პარკში გეიზერების რეკორდული რაოდენობაა 8983 კვ.კმ. ფართობზე 3000 მეტი გეიზერია განლაგებული. image


გეიზერების დაბლობი, რუსეთი

გეიზერების დაბლობი 1941 წელს აღმოაჩინეს. ის კამჩატკაზე მდებარეობს. აქ მოხვედრა საკმაოდ რთულია, ჯერ ერთი მიღწევა ამ ადგილებამდე მხოლოდ ვერტტმფრენით შეიძლება და მეორეც გეიზერების მონახულება მხოლოდ ადმინისტრაციის ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი. მდინარე გეიზერნაიას კალაპოტის გასწვრივ დაახლოებიტ 40 გეიზერი და ვულკანია განლაგებული.imageimage


0
1032
2-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1032
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0