x
image
რადარი
დედამიწას ისევ ასტეროიდი ემუქრება

imageასტრონომებმა აღმოაჩინეს გიგანტური ასტეროიდი, რომელიც შეიძლება დამანგრეველი სიჩქარით შეეჯახოს დედამიწას 2032 წელს, რამაც შეიძლება პლანეტის დაღუპვა გამოიწვიოს.

რუსმა ასტრონომებმა ყირიმის ასტროფიზიკის ობსერვატორიიდან აღმოაჩინეს პოტენციურად საშიში ასტეროიდი TV135, რომელიც მათი გათვლებით 2032 წლის 26 აგვისტოს შეიძლება შეეჯახოს დედამიწას. ციური სხეულის ზომა არის 410 მეტრი, მას მკვლელი უწოდეს, პირობითი სახელი კი TV135 და შეყვანილი იქნა პოტენციურად განსაკუთრებით საშიშ ასტეროიდთა სიაში, რადგან ის ძალიან ახლოს ჩაუვლის დედამიწას, სულ რაღაც 1.5 მილიონი კილომეტრით. დედამიწის მიზიდულობის ძალა იმდენად დიდია, რომ ობიექტი თავისუფლად შეიძლება მიიზიდოს. შანსი შეჯახების არის დაახლოებით 1% რაც ძალიან დიდია. თუ ასტეროიდი ჩამოვარდება მისი აფეთქების ძალა იქნება 2.5 ათასი მეგატონა, ეს არის ექვივალენტი იმ აფეთქებისა, რასაც შეუძლია სრულიად გაანადგუროს ყველაზე დიდი ქალაქი მსოფლიოში... გარდა ამისა გამოწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს, მათ შორის ისეთსაც, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს პლანეტა, ანუ პლანეტას ჩაურთოს თვითგანადგურების ამთვლელი...
ნასამ ასეთი ასტეროიდების თავიდან ასაცილებლად შექმნა რუკა, რომელზეც ყველა ასტეროიდი დაიტანეს, რაც ჯერ ჯერობით აღმოჩენილია და რეალური საშიშროების შემთხვევაში დაგეგმილია პრევენციული ღონისძიებები მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამეცნიერო, სამხედრო და კოსმოსური პოტენციალის გამოყენებით.

0
317
4-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:რადარი
რადარი
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0